ერთი ტიპის პარონომაზიული გამოთქმის სემატინკისათვის ქართულსა და თურქულში (შეპირისპირებითი ანალიზი)

ავტორები

  • თამარ ქაროსანიძე-ქირსაჩი ფილოლოგიის დოქტორი; რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-4604-8267

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10398

საკვანძო სიტყვები:

პარონომაზიული გამოთქმები; ქართული; თურქული.

ანოტაცია

სტრუქტურულად განსხვავებულ ენებში სხვადასხვა გრამატიკულ მოვლენას შესაძლოა ანალოგი აღმოაჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქული და ქართული სხვადასხვა ენათა ჯგუფს განეკუთვნება, მაინც შეინიშნება გარკვეული სახის სინტაქსური მსგავსებები. პარონომაზია ქართული ენისთვის ბუნებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ხშირია მისი გამოყენება ძველ ქართულში. თუმცა იგი არც თანამედროვე ქართულისთვისაა უცხო. ამგვარი გამოთქმები ფართოდაა გავრცელებული თურქულშიც. პარონომაზიული გამოთქმები არაერთხელ გამხდარა ლინგვისტთა ყურადღების საგანი როგორც ქართულში, ასევე თურქულში, თუმცა ორ ენაში არსებული მსგავსი ფორმების შეპირისპირებითი ანალიზით დღემდე არავინ დაინტერესებულა. ჩვენი კვლევის საგანია „ნახვით ნახა“ „görmesine gördü”; „წასვლით წავალ“ „gitmeye giderim” ტიპის პარონომაზიული გამოთქმები. წინამდებარე სტატიაში განხილულია პარონომაზიული გამოთქმები ქართულსა და თურქულში. ნაჩვენებია ის მსგავსებები, რაც საკვლევი ფორმების შედარებისას გამოიკვეთა.
კვლევის შესავალ ნაწილში განხილულია პარონომაზიის არსი. წარმოდგენილია საკითხთან დაკავშირებული ქართული და თურქული სამეცნიერო ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა. ცენტრალური ნაწილი ეძღვნება ერთი ტიპის პარონომაზიული გამოთქმის სტრუქტურისა და სემანტიკის განხილვას ქართულსა და თურქულში. განხილულია მისი სინტაქსური კვალიფიკაცია და ფუნქციები. დასკვნით ნაწილში მოცემულია კვლევის შედეგები. კვლევისას გამოიკვეთა ქართული და თურქული პარონომაზიული გამოთქმების მსგავსება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამგვარი გამოთქმები შესაძლოა ენობრივ უნივერსალიად ჩაითვალოს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ქაროსანიძე-ქირსაჩი თ. (2025). ერთი ტიპის პარონომაზიული გამოთქმის სემატინკისათვის ქართულსა და თურქულში (შეპირისპირებითი ანალიზი). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 606–611; 612. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10398

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ფოლკლორი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.