ქართველი მწიგნობარი ქალები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10396საკვანძო სიტყვები:
ხელნაწერი; ქართველი; ქალი; პოეტი; მწიგნობარი.ანოტაცია
მრავალი საუკუნის განმავლობაში როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში ქალის რეალიზაციის ერთადერთი ასპარეზი ოჯახი იყო და შემოისაზღვრებოდა რეპროდუქციული ფუნქციით, შვილების აღზრდითა და ოჯახურ-ნათესაური ურთიერთობებით. ამავე დროს, გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალები გადიოდნენ ამ ტრადიციული, ქალისთვის მიკუთვნებული როლიდან და რიგ შემთხვევაში თვალსაჩინო წვლილიც შეჰქონდათ საქმითა და უნარებით. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანას საუკეთესო ხანა, ითვლება, რომ ქალის, თამარის, მეფობის დროს ჰქონდა. იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს ქალის როლი საზოგადოებრივ ასპარეზზე, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მოხდეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს, საჭიროა ქალის როლის უფრო ფართოდ შესწავლა ქართულ კულტურაში, ისტორიასა და წყაროებში. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რამდენად შემოინახა კვალი ლიტერატურულმა წყაროებმა, ქართულმა ხელნაწერებმა, ქალების მოღვაწეობის შესახებ ოჯახის გარეთ სფეროებში, რაზე მეტყველებს ეს კვალი: ახდენდნენ თუ არა ისინი რაიმე სახით თავიანთი პოტენციალის და ნიჭის რეალიზაციას, ჰქონდათ თუ არა ისტორიულ და სოციალურ მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალება და რა ფორმით. სწორედ ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობები, რომ ქართველი ქალი საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული მწიგნობრობის განვითარებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აქტიური მონაწილე და მფარველი. გვყავს ქალი პოეტები, გადამწერ-კალიგრაფები, ხელნაწერთა მომგებლები (დამკვეთები), განმაახლებელ-შემამკობელნი, ხელნაწერთა დამხსნელნი, ბიბლიოფილ-კოლექციონერები. საქართველოს ისტორიაში მრავალჯერ იყო ძნელბედობის ხანა და მრავალი ხელნაწერი განადგურდა, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხელნაწერების გამრავლებას, აღდგენა-განახლებასა და დაცვას. საინტერესო და სასიამოვნოა, რომ ამ საქმიანობაში ქალებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. ცნობები ქართველ ქალთა მწიგნობრული საქმიანობის შესახებ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში გვხვდება, მაგალითად, მარტო გადამწერი ასზე მეტია, რა თქმა უნდა, ავტორი ბევრად ნაკლებია, თუმცა, ვინც არის, ყველა გამორჩეულია. ასეთია, მაგალითად, მარიამ-მაკრინა ბაგრატიონი, რომელსაც ჯერ კიდევ კორნელი კეკელიძე გამორჩეული ბიზანტიელი ჰიმნოგრაფი ქალის, კასიას, მსგავს მოვლენად თვლის.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





