წმინდა ქეთევან დედოფალი და სულის სხეულზე გამარჯვების თეოლოგიური კონცეპტი

ავტორები

  • ნარი ჩხაბერიძე თეოლოგიის დოქტორი; დამოუკიდებელი მკვლევარი; საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტი https://orcid.org/0009-0001-7011-4818

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10375

საკვანძო სიტყვები:

წმინდა ქეთევანი; ქრისტიანობა; საქართველო.

ანოტაცია

საკონფერენციო მოხსენება ეძღვნება XVIII-XIX სს მძიმე პოლიტიკურ-რელიგიურ ვითარებას ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის ურთიერთდაპირისპირების მსხვერპლად აღმოჩენილ საქართველოში, როცა ქვეყანა საარსებო ძალებს ძლივს ინარჩუნებდა. ათი წელი ჰყავდა მძევლად ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასს. როდესაც დედის გასათავისუფლებლად თეიმურაზ მეფემ რუსეთისათვის დახმარების თხოვნა გადაწყვიტა, პასუხად შაჰ-აბასმა უნდილაძეს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება უბრძანა. საზარელი ბრძანებით შეძრწუნებული უნდილაძე, დედოფალს ემუდარებოდა დათანხმებოდა და, მხოლოდ გარეგნულად მიეღო მუსულმანობა, ხოლო გულში ისევ ქრისტიანი დარჩენილიყო, მაგრამ დედოფალის პასუხი მტკიცედ მოტივირებული იყო: – ქართველები გულს კი ვერ დაინახავენ, არამედ მუსულმანობის პირით აღიარებას დაიჯერებენ და, რადგანაც დედოფალი სარკეა მთელი ერისა, ჩვენი ერიც გამუსულმანდებაო.
ამდენად, წმინდა ქეთევანს ნირიც არ შეუცვლია. წამების წინ, მხოლოდ ლოცვის უფლება ითხოვა. „უდრეკ იყო დედოფალი“ – ასე წერდნენ შემდეგში მასზე ირანის კარზე მყოფი ფრანგი კათოლიკე მისიონერები. ხალხზე განმაცვიფრებელი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდანის სულის სიმტკიცემ. არნახული სისასტიკით ნაწამები დედოფლის სხეული იმთავითვე უძვირფასეს განძს წარმოადგენდა თვითმხილველთათვის. ფრანგმა მისიონერებმა მოიძიეს მტრისგან სპეციალურად გადამალული წმინდა ნეშტი. ძვირფასი ნელსაცხებლით გაჟღენთილ ტილოში შეახვიეს და ისე წააბრძანეს საფრანგეთში, საიდანაც ნაწილი თეიმურაზ მეფეს გამოუგზავნეს, თუმცა, ალავერდის ტაძარში დაკრძალული სიწმინდე 1723 წელს დაიკარგა. კურნების მადლით განთქმული დედოფლის წმინდა ნაწილები გატანილ იქნა ინდოეთში (გოას ტაძარში), რომში (წმ. პეტრეს ტაძარში), ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).
ქეთევან წამებულის გმირულ თავდადებას შედეგად საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის არნახული აღზევება მოჰყვა. ამის დასტური მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებია, სადაც სეფიანთა ირანის ჯარს, ფაქტობრივად ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა წმინდანის შთაგონებით აღძრულმა ქართველთა გმირულმა მამაცობამ. დედოფლის მოწამეობამ იხსნა საქართველო და ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა „გურჯისტანის“ სრულიად გამაჰმადიანებისა, რათა ის ონტოლოგიური საფუძველი გამოეცალა, ქრისტიანობის სახით რომ ჰქონდა ქვეყანას.
საკონფერენციო მოხსენებაში ვმსჯელობთ, თუ როგორი თეოლოგიური ფაქტორები უძღოდა წმინდანის გონს, ენითუთქმელი ტკივილები რომ დაეთმინა, რათა სულის სხეულზე საბოლოო გამარჯვება მომხდარიყო.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ჩხაბერიძე ნ. (2025). წმინდა ქეთევან დედოფალი და სულის სხეულზე გამარჯვების თეოლოგიური კონცეპტი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 758–763; 764. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10375

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.