ქალაქ ბათუმის მოსახლეობის დამოკიდებულება სათამაშო ბიზნესისადმი (სოციოლოგიური კვლევის ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10373საკვანძო სიტყვები:
სათამაშო ბიზნესი, ტოტალიზატორი, ლუდომანია, არალეგალური სათამაშო ბიზნესი, რეკლამა.ანოტაცია
საკვლევი თემის აქტუალობა, ძირითადად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აზარტულმა თამაშებმა, ბოლო პერიოდში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენი მრავალი თანაქალაქელის ცხოვრებაში. ქ. ბათუმის მოსახლეობის დამოკიდებულება სათამაშო ინდუსტრიისადმი არაერთგვაროვანია, გამომდინარე ასეთი მოცემულობიდან, ჩვენი ემპირიული სოციოლოგიური კვლევის ძირითადი მიზანი იყო, შესაბამის ანკეტაში დასმულ კითხვებზე, რესპონდენტების მიერ გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით, გაკეთებულიყო ისეთი სახის დასკვნები, რომელთა ცხოვრებაში გატარება გაარკვევდა, ამ სფეროში არსებულ ვითარებას და გარკვეულწილად მოაგვარებდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საჭირბოროტო საკითხს. სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, ძირითადად იკვეთება ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ბიზნესისადმი, მოსახლეობის აზრი კი სათამაშო ბიზნესისადმი თითქმის ყოველთვის იგნორირებულია. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ბათუმელი რესპონდენტების სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით, ჩვენ, კომპლექსურად შევისწავლეთ და წარმოვაჩინეთ მათი სათამაშო სფეროსადმი დამოკიდებულების სხვადასხვა ასპექტი. აღნიშნულ სოციოლოგიურ კვლევაში ყურადღება გამახვილებული იქნა შემდეგ კონკრეტულ საკითხებზე: აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ინტენსიობა; რესპონდენტების მიერ აზარტული თამაშების მათთვის პრიორიტეტული სახეობების დაფიქსირება; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ძირითადი მიზანი (მიზნები); სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის დაწყების ასაკი; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის პირველი რეკომენდატორი (სოციალური სტატუსი); გამოკითხულთა ვარაუდი ქ. ბათუმში აზარტულ თამაშებში ჩართულთა რაოდენობის თაობაზე; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის სიხშირე კვირის განმავლობაში; რა დრო ეთმობა საათობრივად აზარტულ თამაშებში მონაწილეობას; აზარტულ თამაშებში მონაწილეობისას, როგორია მოგება-წაგების ბალანსი; იწვევს თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (ლუდომანია) ასეთი ადამიანების ცხოვრების წესის შეცვლას; ინფორმაციის ძირითადი წყაროები) აზარტულ თამაშებში ჩართულ პირებისთვის; სათამაშო ბიზნესის სავარაუდო მფლობელები (უცხოელები, საქართველოს მოქალაქეები, ამ ბიზნესის წილობრივი მესაკუთრეები და ა.შ.); არალეგალური სათამაშო ბიზნესის არსებობის შესაძლებლობა; შედის თუ არა საკმაო თანხა საქართველოს ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან; როგორია სათამაშო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





