განათლების პრობლემატიკა XX ს-ის დასაწყისის ქართულ პრესაში დაბეჭდილ შავიზღვისპირულ კორესპონდენციებში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10355საკვანძო სიტყვები:
ქართული პრესა, განათლების პრობლემატიკა, ეროვნული სკოლა.ანოტაცია
განათლებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა აქტიურად განიხილებოდა ქართული პრესის ფურცლებზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან და არც მე-20 ს. დასაწყისში კარგავდა აქტუალობას. თუ თვალს გავადევნებთ ამ პერიოდის ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, დავინახავთ, როგორ იზრდებოდა საზოგადოების ინტერესი განათლების სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ამ თვალსაზრისით ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ის პუბლიკაციები, რომლებიც შავიზღვისპირეთის ქვეყნებში არსებულ განათლების პოლიტიკას და საგანმანათლებლო მოდელებს აანალიზებს და იქაური გამოცდილების გაზიარებით ქართულ საზოგადოებას არწმუნებს ეროვნული სკოლის მოდელის შექმნის უალტერნატივობაში, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ქვაკუთხედად უნდა ქცეულიყო.
ჩვენი მიზანია დისკურსული ანალიზის მოშველიებით გავიაზროთ, რამდენად შეესაბამება ეს ჟურნალისტური ნარატივები ეროვნული სკოლის კონცეფციას და რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე საერთაშორის გამოცდილების გაზიარებას. ვფიქრობთ, ჩვენი კვლევა როგორც განათლების პრობლემატიკით, ისე დოკუმენტური პროზითა და პუბლიცისტიკით დაინტერესებული ადამიანების ყურადღებას მიიქცევს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





