შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილება და თანამედროვე სამხედრო საფრთხეები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10327საკვანძო სიტყვები:
უსაფრთხოება, შავი ზღვის აუზი, საფრთხეები, სტაბილურობა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური.ანოტაცია
ნაშრომში – „შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების განზომილება და თანამედროვე სამხედრო საფრთხეები“ – განხილულია რეგიონალური და არარეგიონალური აქტორების სამხედრო, სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობაზე. აღნიშნული რეგიონი, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე იძლევა მასშტაბური ეკონომიკური პროექტების განხორციელების, ასევე ძალების სხვადასხვა მიმართულებებით პროეცირების შესაძლებლობებს, რაც ქმნის დამატებით გამოწვევებს ზემოთ ჩამოთვლილ დომეინებზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის კონტექსტში. თემაში ნათლადაა წარმოჩენილი ყველა ის საჭიროებები, რომლებმაც რეგიონის ქვეყნებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას უნდა შეუწყოს ხელი და ამ მოცემულობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მოახდინოს უსაფრთხოების სრული სპექტრის ღონისძიებების რეალიზება.
ყურადღება გამახვილებულია რეგიონში არსებულ ტურბულენტურ ვითარებაზე (რუსეთ-უკრაინის ომი, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში), რაც დასავლეთისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით სტაბილური და საიმედო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების „შუა დერეფანი“-ს გადალაგებასთან დაკავშირებით, კავკასიის რეგიონის გავლით, რომელ ჯაჭვშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და ასრულებს ენერგო რესურსების და ტვირთების გამტარის ფუნქციას. ნაშრომში ასევე განხილულია, ზემოთ აღნიშნული პროცესების შედეგად სტრატეგიული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების ზრდის ტენდენციები, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო და ეკონომიკურ-ფინანსური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, რაც ქმნის უსაფრთხოების უპრეცენდენტო გარანტიებს შავი ზღვის აუზის კონკრეტული სახელმწიფოებისთვის. ამავდროულად თემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ის და ჩინეთის ინტერესებს შავი ზღვის აუზის მიმართ, რაც გამოხატულია რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და მისი ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, ასევე მასშტაბური ეკონომიკური პროექტების განხორციელების და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ხელის შემშლელი თანმდევი რისკები, იმ აქტორების მხრიდან (რუსეთი, ირანი), რომელთა გვერდის ავლითაც იგეგმება სამომავლო მეგაპროექტების განხორციელება.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არაკეთილმოსურნე აქტორების მხრიდან საკომუნიკაციო ჯაჭვში შემავალი სახელმწიფოებში არასტაბილური გარემოს ფორმირებას, მათ შორის ჰიბრიდული მოქმედებების წარმოებას, დივერსიული აქტებისა და კიბერ თავდასხმების განხორციელებასა და ასევე ტერიტორიული მთლიანობის მოშლის ან ქვეყნების ნაწილობრივ ან სრულად ოკუპაციას ან მცდელობებს.
განსახილველი თემის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ჯაჭვში არსებული გამტარუნარიან ქვეყნებში განსახორციელებელი მეგაპროექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს და ამ მეგაპროექტების განხორციელებით დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების მჭიდრო კოოპერაციის აუცილებლობას. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად გაზრდის დაინტერესებული მხარეების, უსაფრთხოების სექტორში ჩართული ძალებისა და საშუალებების კოორდინირებულ საქმიანობას, პროფილაქტიკური/პრევენციული ღონისძიებების გატარებისათვის.
აღნიშნულ თემის საკვლევი კითხვა არის შემდეგი: რა გავლენას ახდენს ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევები რეგიონული უსაფრთხოების პროცესებზე, შავი ზღვის რეგიონის მაგალითზე? თეორიული ჩარჩო იქნება შერჩეული „რეგიონული უსაფრთხოების“ და „სეკურიტიზაციის“ თეორიებიდან.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





