აფხაზთა იძულებითი მიგრაცია/მუჰაჯირობა თურქეთში: ისტორია, ადაპტაცია და იდენტობის შენარჩუნების პრობლემები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10326საკვანძო სიტყვები:
მუჰაჯირობა-მიგრაცია, კოლონიალიზმი, ისტორია, პოლიტიკა, ადაპტაცია იდენტობა.ანოტაცია
სტატიაში განხილული და გაანალიზებულია აფხაზთა იძულებითი მიგრაციის/მუჰაჯირობის გამომწვევი მიზეზები, ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტები, რამაც განაპირობა მათ მიერ მიმღები ქვეყნის არჩევა მიგრაციის ობიექტად. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია სხვა კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ მიზეზებზე, რამაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მუჰაჯირთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
დეტალურადაა განხილული რუსეთის იმპერიის კოლონიალისტური ინტერესები კავკასიის მიმართ მეცხრამეტე საუკუნეში. რომლის მიზანი იყო კავკასია ექცია თავის ორგანულ და განუყოფელ ნაწილად, რისთვისაც საჭირო იყო კავკასიის ფართომასშტაბიანი კოლონიზაცია, რომელიც ვერ განხორციელდებოდა თავისუფალი მიწის ფონდის გარეშე („არასანდო და არასასურველი’’ მობინადრეების გარეშე). სწორედ, ეს იყო კავკასიის არაერთი ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის აფხაზთა მშობლიური ადგილებიდან აყრისა და ოსმალეთში გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი.
ისტორიულ კონტექსტთან ერთად გაანალიზებულია მიგრაციის ის პროცესები, რაც აისახა მიგრანტთა ადაპტაციისა და იდენტობის შენარჩუნების პროცესებში.
კვლევის შედეგად (საველე მუშაობა, სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი) დადგინდა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ წლების მანძილზე მკაცრი და თანმიმდევრული ასიმილაციის პოლიტიკის მიუხედავად, აფხაზებმა უცხო სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში კონსერვაციის გზით შეინარჩუნეს არათუ თავიანთი ისტორია, იდენტობა, მორალურ-ეთიკური კოდექსი, ენა და მისი დიალექტები, ფოლკლორი, არამედ ტრადიციული კულტურის ის ნაწილიც, რაც ისტორიულ სამშობლოში დავიწყებასაა მიცემული.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





