შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში

ავტორები

  • გელა გიორგაძე პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი https://orcid.org/0000-0003-0094-555X
  • მირანდა მიქაძე პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი https://orcid.org/0000-0002-7105-6445
  • თინათინ ჯავახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი https://orcid.org/0009-0006-7658-9052

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10322

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, შავი ზღვა, უსაფრთხოების პოლიტიკა, გამოწვევები.

ანოტაცია

შავი ზღვა გარკვეულწილად წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავ ზღვას ყოველთვის გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა, ვინაიდან წარმოადგენდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გზაჯვარედინს.
ათწლეულების განმავლობაში, შავი ზღვის რეგიონმა უმნიშვნელოვანესი დატვირთვა შეიძინა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია განახორციელა, ხოლო 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო კამპანია წამოიწყო, რომელიც რუსული მხრიდან სპეციალურ სამხედრო ოპერაციად იქნა მოხსენიებული.
სტატია მიზნად ისახავს, შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოების მექანიზმების ეფექტურობის გაანალიზებას, შესაბამისად გამოყენებულ იქნა „სეკურიტიზაციის” და „ძალთა ბალანსის” თეორიები, ხოლო კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა სამაგიდო კვლევისა და ანალიზის მეთოდები. გაანალიზებულია რელევანტური ქართული და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც შემუშავდა ორი საკვლევი კითხვა:
რა ფაქტორები განსაზღვრავენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას ?
რა განაპირობებს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის დეტერმინანტებს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ?
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ შავი ზღვის საკითხი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტუალურია, შესაბამისად რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეთმობა ყურადღება. ზემოაღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეგიონს ენიჭება გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ რაც უფრო აქტუალურია საერთაშორისო ინტერესი შავი ზღვის მიმართ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება შავ ზღვაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

18-12-2025

როგორ უნდა ციტირება

გიორგაძე გ., მიქაძე მ., & ჯავახიშვილი თ. (2025). შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 110–115; 116. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10322

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.