ქართული მჭევრმეტყველების ტერმინოლოგიის საკითხისთვის

ავტორები

  • ნათია კენჭიაშვილი ფილოლოგიის დოქტორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0000-0002-8230-7633

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10310

საკვანძო სიტყვები:

ქართული რიტორიკა; ქართული რიტორიკის ტერმინოლოგია, ორიგინალური ტერმინოლოგია ქართულ რიტორიკაში, ნასესხები ტერმინოლოგია ქართულ რიტორიკაში.

ანოტაცია

წინამდებარე კვლევის საგანია ქართულ მჭევრმეტყველებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის შესწავლა. გამოიკვეთა ტერმინოლოგიის ორი ჯგუფი: ლექსიკა, რომელიც ორიგინალური ტერმინებისაგან შედგება და ლექსიკა, რომელიც ნასესხებია სხვადასხვა ენიდან. თითოეული მათგანის შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ქართული სიტყვათქმნადობის, ისე უცხო ენებთან კონტაქტის დასადგენად. გარდა ამისა, ჩვენ მიერ შესწავლილი ტერმინები შეიძლება დაიყოს რიტორიკის სფეროში არსებული დარგობრივი და ჟანრობრივი კლასიფიკაციების გათვალისწინებით. ცალკე შესწავლის საგანია ტროპის სახეების აღმნიშვნელი ტერმინოლოგია ქართულ რიტორიკაში. ამდენად, წინამდებარე კვლევაში, ჩვენ მიერ შესასწავლი ტერმინოლოგია სამ თემატურ ჯგუფად გვაქვს დაყოფილი: დარგების, ჟანრებისა და ტროპების აღმნიშვნელი ტერმინოლოგია. კვლევის სიახლე და აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ წინამდებარე კვლევა გახლავთ საკითხის კორპუსული შესწავლის მცდელობა, რითაც შესაძლებლობა გვეძლევა თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გავაგრძელოთ და განვაახლოთ თემის მეცნიერული კვლევა, კერძოდ, გადავამოწმოთ უკვე გამოვლენილი ლექსიკური და ფრაზული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები უფრო მეტი ენობრივი რესურსის დახმარებითა და ტერმინთა გამოყენების სიხშირული მონაცემების მოხმობით. ამ ტიპის კვლევის ემპირიულ მასალას წარმოადგენს ძველი ქართული ლიტერატურა, სასაუბრო ენა, ხალხური ზეპირსიტყვიერება და სხვ., რომელთა უმეტესობა განთავსებულია ქართული ენის ეროვნულ კორპუსში (შემდგომში, ქეეკ), თუმცა არა ყველა მათგანი. გარდა კორპუსული რესურსისა, კვლევისას დავეყრდნობით რიტორიკის პირველ ქართულენოვან სახელმძღვანელოებსა და ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებულ ტერმინოლოგიასაც, რაც კვლევას მეტ სისრულეს შესძენს. წერილობით დამოწმებული ტერმინების მოყვანისას, უპირატესობას ვანიჭებთ უშუალოდ ორატორული ნიმუშებიდან მაგალითების მოხმობას. რიტორიკის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე აუცილებლად მიგვაჩნია დავაზუსტოთ საკვანძო ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები.

ავტორის ბიოგრაფია

ნათია კენჭიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიის ასოცირებული პროფესორი



ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

18-12-2025

როგორ უნდა ციტირება

კენჭიაშვილი ნ. (2025). ქართული მჭევრმეტყველების ტერმინოლოგიის საკითხისთვის. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 481–491; 492. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10310

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ფოლკლორი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.