ჟურნალის შესახებ

შავიზღვისპირეთის სივრცე, აქ მუდმივად მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროცესებით ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა. ეს ვრცელი რეგიონი, უძველესი დროიდან სხვადასხვა ცივილიზაციათა თანხვედრის მნიშვნელოვანი არეალია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი სწორედ აქ იყრიდნენ თავს და განუწყვეტლივ ურთიერთქმედებდნენ როგორც ერთმანეთზე, ისე ადგილობრივ სამყაროზე. მსგავსმა გარემოებებმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორებით გამოწვეულ ყოვლისმომცველ და მუდმივმოქმედ პროცესებს დაუდო სათავე. ამავე მოვლენებმა განაპირობა შავიზღვისპირეთის ვრცელი არეალის თანამედროვე ხასიათიც, ის პოლიტიკური, რელიგიური თუ კულტურული თავისებურებანი, რაც განსაკუთრებულად დამახასიათებელია რეგიონისთვის. მსგავსმა მრავალფეროვნებამ და რეგიონის მზარდმა გეო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ ბუნებრივად დასვა დღის წესრიგში ფართო ხასიათის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის დაარსების საკითხი, რომელიც რეგიონის პრობლემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა დარგის მკვლევართათვის თავიანთი კვლევების წარმოჩენისა და აზრთა ურთიერთგაზიარების საშუალება იქნება.

ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს მიაწოდოს ინფორმაცია ჰუმანიტარული მიმართულების დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების შესახებ.

ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/bsrcc

ISSN: 2960-9267

მიმდინარე გამოცემა

ტომ. 2 (2023)
					ნახვა ტომ. 2 (2023)
გამოქვეყნებული: 2023-06-28

სრული გამოცემა

ისტორია

ყველა გამოცემის ნახვა