მერისის ხეობის მეტყველების ზოგიერთი ფონეტიკური თავისებურება
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8697საკვანძო სიტყვები:
ფონეტიკური თავისებურება, ზემო აჭარული, მერისის ხეობა, სამხრული კილო.ანოტაცია
აჭარული დიალექტი ზემო აჭარის ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი და უძველესი კილოა, იგი აჭარის მკვიდრთა მეტყველებაა. მან გარკვეული როლი შასრულა სამწერლებო ენის მშენებლობაში. მისი ენათმეცნიერული შესწავლა მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
აჭარული დიალექტის შესასწავლას ბევრი შრომა თუ კველევა მიეძღვნა, მაგრამ დიალექტი სრულყოფილად მაინც არ არის შესწავლილი. აჭარული დიალექტის სრულყოფილი ანალიზისთვის აუცილებელია მისი შესწავლა ლოკალურად, ხეობებისა თუ სოფლების მიხედვით. ამგვარად ჩაწერილი მასალა უფრო მეტ საანალიზო ფორმას გამოავლენს. ამ მიმართებით კვლევა ბუნებრივია, აქტუალური, საშური და სიახლის შემცველია, რაც საშუალებას მოგვცემს დიალექტი შევისწავლოთ უფრო კონკრეტულად, დეტალურად და სიღრმისეულად. ამ მიზნით საკვლევად ავიღეთ ზემო აჭარის ერთ-ერთი ისტორიული ხეობა - მერისი.
ნაშრომში, „მერისის ხეობის ზოგიერთი ფონეტიკური თავისებურება“, საუბარია ზემო აჭარის ერთ-ერთ ისტორიულად გამორჩეული ხეობის - მერისის მეტყველების ზოგიერთ ფონეტიკურ თავისებურებაზე. ძირითადად განხილულია ბგერის დაყრუების, ბგერის დაკარგვის, ბგერის გაჩენის, სრულხმოვნობის, ასიმილაციის, დისიმილაციის თავისებურებები.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





