Parabolic Language as a Cinematographic Device in the Works of Film Director Eldar Shengelaia

Authors

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12065

Keywords:

ელდარ შენგელაია, „სამოციანელები“, იგავური ფორმა, ფილმი „შერეკილები“

Abstract

ელდარ შენგელაია ქართველ კინორეჟისორთა თაობის - ე.წ. „სამოციანელთა“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, თაობის, რომელმაც უდიდესი გარდატეხა მოახდინა ეროვნულ კინემატოგრაფში და აღნიშნული ათწლეულის ხელოვნების მიმართულება განსაზღვრა. „სამოციანელებმა“ საკუთარი სათქმელით, ინდივიდუალური ხელწერით, მკაფიოდ გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციითა და ახალი მხატვრული ფორმებით, ქართული კინოს ახალ ეტაპს ჩაუყარეს საფუძველი.

ვინაიდან XX საუკუნის 60-იან წლებში, წინა პერიოდიდან მოყოლებული, ცენზურა კვლავაც ძალაში რჩებოდა, გამოსავალი ტრადიციული აზროვნების ფორმებისადმი ახლებურ მიდგომაში მოიძებნა. „სამოციანელთა“ ფილმებში ნაგულისხმევი რეალობა - სიმბოლოს, მეტაფორის, ალეგო­რიის ნიშნებით იყო შექმნილი. ამან ხელი შეუწყო იგავური ფორმების დამკვიდრებას, რაც ცენზური­საგან თავდაცვის საშუალებაც იყო და ამავე დროს, ხელოვანთა სათქმელსაც უფრო საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოაჩენდა ეკრანზე. სწორედ იგავი აღმოჩნდა ამ პერიოდის ქართული კინემატოგრაფის ყველაზე ხელსაყრელი ფორმა, რომლის მეშვეობითაც, მკაცრი ცენზურის პირო­ბებში ქართველი კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ, დრამატული ან მსუბუქი ინტონაციებით გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება არსებული რეჟიმისა და ყოფის მიმართ. ასეთ ფილმებში მოქმედება ისტორიულად განუსაზღვრელ, პირობით სამყაროში მიმდინარეობს, სადაც რეალობა აბსტრაგირებულია, ხოლო მოქმედების ადგილს არ გააჩნია ზუსტი განზომილება. არ ხდება თითქ­მის არავითარი ყოფითი ელემენტების გამოყენება, კონკრეტული ნიშნით რაიმეს ასახვა ან სათქმე­ლის პირდაპირ გაცხადება.

ელდარ შენგელაია - თვითმყოფადი, დახვეწილი, ორიგინალური კინემატოგრაფიული ენით მოგ­ვითხრობს იგავურ სიბრძნეს. ნაშრომში განხილულია ფილმი „შერეკილები“, რომელიც კომი­კუ­რი ელემენტებით შენიღბული ფილმ-იგავია ადამიანთა თავისუფლებისაკენ ლტოლვაზე. გაანა­ლი­ზებულია იგავის სტრუქტურა, სიმბოლური ენის მნიშვნელობა და მხატვრული ფორმები, რომელთა მეშვეობით ავტორები ალეგორიულად მიუთითებენ საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიურ წნეხზე, ინდივიდისა და სისტემის დაპირისპირების კონტექსტში.

Published

18-08-2026

How to Cite

Tavadze, S. (2026). Parabolic Language as a Cinematographic Device in the Works of Film Director Eldar Shengelaia. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4(2), 866–872; 873. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12065

Similar Articles

You may also start an advanced similarity search for this article.