გეოპოლიტიკური ფრუსტრაცია და ჰიბრიდული პასუხი: რუსეთის ქცევის ემპირიული ფიქსაცია უკრაინის კრიზისის შემდეგ (2013-2021)

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11786

საკვანძო სიტყვები:

რუსეთი, უკრაინა, ფრუსტრაცია, ყირიმი, აღმოსავლეთ სლავური

ანოტაცია

2013 წლის უკრაინის კრიზისი იყო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კატა­სტროფა ცივი ომის დასრულების შემდეგ, რამაც დაამსხვრია სსრკ-ს დაშლის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის სიმშვიდე და გამოიწვია მწვავე დაპირისპირება რუსეთსა და დასავ­ლეთს შორის. უკრაინის კრიზისის შემდეგ მოსკოვმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, ხოლო სამხედრო კონფლიქტმა დონბასის რეგიონში სერიოზული ჰუმანიტარული ტრაგედია გამოიწვია. უკრაინის კრიზისს აქვს ღრმა ისტორიული, ეთნიკური და გეოპოლიტიკური საფუძვლები და იგი უნდა განი­ხი­ლოს შავი ზღვის რეგიონში დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე თამაშის ნარატიულ ჩარ­ჩოში.

წინამდებარე სტატია, უპირველეს ყოვლისა, აგებს „ფრუსტრაცია-პასუხის“ ანალიტიკურ ჩარ­ჩოს და შემოაქვს ორი შუამავალი ცვლადი: მიზნობრივი მოლოდინი და მანძილი მიზნამდე. შემდეგ, სტატია თეორიულ ელემენტებს ნერგავს რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედებაში, რაც მოიცავს ამ ორი ქვეყნის გადახლართულ ისტორიას, ცივილიზაციურ და ეთნიკურ კავშირებს. დასას­რულს, ნაშრომში გამოყენებულია მოპოვებული (GDELT) მონაცემები 2013 წლის ევრომაიდნის კრიზისის შემდგომი რუსეთის ქცევის ემპირიული გაზომვისთვის, რაც იძლევა გარკვეულ მასალას საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და სახელმწიფოს ქცევის პროგნოზირებისთვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

სუე რ. კ. (2026). გეოპოლიტიკური ფრუსტრაცია და ჰიბრიდული პასუხი: რუსეთის ქცევის ემპირიული ფიქსაცია უკრაინის კრიზისის შემდეგ (2013-2021). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 184; 185–202. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11786

გამოცემა

სექცია

პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.