კონფერენცია

     

 

თარიღები

მიმართულებები

განაცხადი

პროგრამა

სამეცნიერო კომიტეტი

საორგანიზაციო კომიტეტი

ჩატარების ადგილი

კონტაქტი

 

ძვირფასო კოლეგებო, გაცნობებთ, რომ 2024 წლის 18-19 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია − შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - III“.

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი (საქართველო)
  • კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრი (რუმინეთი)

კონფერენციის მხარდამჭერები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესებულია შავიზღვისპირეთის პრობლემატიკით და წარმოადგენს აქტუალურ და მეცნიერულ სიახლეზე ორიენტირებულ მოხსენებას.

კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით). მსურველებმა მოხსენებები შეიძლება წარმოადგინონ ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კონფენეციის სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური.

კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება − 10-12 წუთი, მსჯელობა  − 5 წუთი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადი (იხილეთ მენიუ).