სასტუმრო სექტორის ბიზნეს გარემო საქართველოში და მდგრადი განვითარების ტენდენციები

ავტორები

  • მაია აზმაიფარაშვილი ეკოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0000-0002-7868-5463

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8755

საკვანძო სიტყვები:

სასტუმრო, ხარისხი, ISO-ს სტანდარტები, მდგრადი, ბიზნეს გარემო, სერტიფიცირება.

ანოტაცია

მასპინძლობის სექტორი გვევლინება, როგორც სავალუტო შემოსავლების წყარო, მოსახლეობის დასაქმების ზრდის საშუალება, კატალიზატორი ინფრასტრუქტურისა და ისეთი დარგების განვითარებისთვის, როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. საქართველოს სასტუმრო ბიზნესში იზრდება კონკურენცია, არსებობს ჭარბი მიწოდება ბაზარზე, გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება სასტუმრო ოთახების რაოდენობა ქვეყანაში, თუმცა, სასტუმრო მომსახურების სფეროში ხარისხის მენეჯმენტის თვალსაზრისით, არსებობს გამოწვევები. თემის მიზანს წარმოადგენს გამოვიკვლოთ საქართველოს სასტუმრო მომსახურების სფეროში მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემის ISO-ს სტანდარტების დანერგის საკითხები. კვლევის ამოცანებია მომსახურების საერთაშორისო სტანდარტიზაციის (ISO) დადებითი გავლენის განსაზღვრა, სასტუმრო მომსახურების მდგრადი მართვის მახასიათებლების შესწავლა, სასტუმრო ბიზნესში საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზება. გამოვლინდა, რომ სასტუმრო სექტორმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს დარგობრივი პოლიტიკა მდგრადი მიდგომებით, გაითვალისწინოს მართვის მექანიზმებში ISO-ს სერტიფიცირების აუცილობლობა, პრიორიტეტული უნდა გახადოს მომავალზე ორიენტირებული მართვის მწვანე მენეჯმენტის სტილი, უნდა დააწესოს ნახშირბადის შემცირების მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომები, სასტუმრო ორგანიზაციები ჩართოს მწვანე მიწოდების ჯაჭვში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

აზმაიფარაშვილი მ. (2025). სასტუმრო სექტორის ბიზნეს გარემო საქართველოში და მდგრადი განვითარების ტენდენციები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 727–737. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8755