ქალაქ ბათუმის რუდერალური ფლორა, სტრუქტურა და ბიოეკოლოგიური თავისებურებანი
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8749საკვანძო სიტყვები:
ფლორა; სახეობა; ინვაზია; რუდერალური მცენარე; ბათუმი.ანოტაცია
მცენარეული საფარის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია უხსოვარი დროიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ანთროპოგენური ტრანსფორმაციის მაგალითია ურბანიზაცია, მისი თანმხლები სივრცობრივი ცვლილებები და მოვლენები, - ურბანული ფლორა და ურბანული ფლორის განუყოფელი ნაწილი რუდერალური მცენარეები.
საქართველოში ურბანული პროცესები განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ ბათუმში. ნაშრომში წარმოდგენილია რუდერალურ ადგილებში ჩატარებული კვლევის მასალები. საკვლევ არეალში სულ დაფიქსირებულია 271 სახეობის მცენარე, რომლებიც ერთიანდება 59 ოჯახსა და 178 გვარში.
სახეობათა სიმრავლით გამორჩეული ოჯახებია: Compositae, Leguminosae, Poaceae, Lamiaceae, Brassicaceae, Amaranthaceae, Polygonacea და Rosaceae რომლებზეც მოდის 153 სახეობა, რაც აღწერილ სახეობათა 47 %-ია. ხოლო დანარჩენ 51 ოჯახში გაერთიანებულია 118 სახეობა.
სამი და მეტი სახეობით ლიდერობს შემდეგი გვარები: Amaranthus, Artemisia, Cyperus,Vicia, Erigeron, Euphorbi, Galium, Geranium, Juncus, Medicago, Persicaria, Poa, Polygonum, Rubus, Ranunculus, Rumex, Solanum, Trifolium, Senecio, Sisymbrium , Stellaria, Veronica და Xanthium.
სასიცოცხლო ფორმათა მარტივი კლასიფიკაციის მიხედვით ერთწლოვანები წარმოდგენილია 131 სახეობით, ხოლო მრავალწლოვანი ბალახები, ხეები, ბუჩქები და ლიანები წარმოდგენილია 140 სახეობით.
საკვლევ არეალში პირველ ადგილზეა რუდერალური ეკოლოგიური ჯგუფის მცენარეები 141 სახეობით, რაც აღწერილ სახეობათა 52 %-ია.
რაც შეეხება აღწერილ სახეობათა წარმოშობას, 271 სახეობიდან 88 სახეობა ადგილობრივი, ხოლო 183 სახეობა უცხო წარმოშობისა.
უცხო წარმოშობის სახეობები რაოდენობების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: აღმოსავლეთ აზიურია 52 სახეობა, ხმელთაშუაზღვისპირეთის 43 სახეობა, ევროპული 39 სახეობა, ჩრდილოეთ ამერიკის 28, სამხრეთ ამერიკულია 13 სახეობა, ავსტრალიის 1 და 7 სახეობა კოსმოპოლიტია, რომელთა წარმოშობის ადგილი საბოლოოდ არ არის დაზუსტებული. ისინი გავრცელებული არიან თითქმის მთელს მსოფლიოში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .