გენდერული საკითხი მახლობელ აღმოსავლეთში XX ს. დასაწყისის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული შავიზღვისპირული კორესპონდენციების მიხედვით

ავტორები

  • სოფიო მახაჭაშვილი რიზეს რეჯეფ ტეიფ ერდოღანის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი https://orcid.org/0000-0003-1083-9865

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8741

საკვანძო სიტყვები:

გენდერული საკითხი, ახლო აღმოსავლეთი, შავიზღვისპირული კორესპონდენციები, ქართული პრესა.

ანოტაცია

XIX ს. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართული პრესის ფოკუსში აქტიურად იყო მოქცეული მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, რომელთა მიმართაც ინტერესი XX საუკუნის დასაწყისშიც არ განელებულა. პირიქით, ამ რეგიონში პოლიტიკური პროცესების დინამიურმა განვითარებამ ქართული საზოგადოების ცნობისწადილი კიდევ უფრო გააღვივა და გააღრმავა, რაზედაც გამოქვეყნებული შავიზღვისპირული კორესპონდენციების სიხშირე და მრავალფეროვნება მეტყველებს. იმ მრავალმხრივ საინტერესო საკითხთა შორის, რომლებიც ამ კორესპონდენციებშია წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გენდერულ პრობლემატიკას.
XX ს. დასაწყისის ქართულ პრესაში აშკარად იკვეთება „ქალთა საკითხების“ წინა პლანზე წამოწევისა და მათზე აქტიური მსჯელობის ტენდენცია. ბუნებრივია, მახლობელი აღმოსავლეთის ავ-კარგის განხილვისას, აღნიშნულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებაც არ იქნებოდა ინტერესმოკლებული იმდროინდელი ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ ამ ინტერესს უნდა ვუმადლოდეთ იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციების სიუხვეს, რომლითაც შესაძლებელია აღნიშნულ პერიოდში რეგიონში გენდერული თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესწავლა. ჩვენი წინამდებარე სტატია სწორედ ამ მდგომარეობის თვალნათლივ წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ვფიქრობთ, გენდერულ საკითხებზე სხვადასხვა ავტორების: იასე რაჭველის, არტურ ლაისტის, დავით ჩიქოვანის, გერასიმე ნადარეიშვილის და სხვათა მიერ განსხვავებული პერსპექტივებიდან დანახული და კორესპონდენციებში წარმოდგენილი თვალსაზრისების კოლაჟი, როგორც გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების, ასევე იმდროინდელი ქართული პრესით დაინტერესებული ფართო საზოგადოების ყურადღებასაც მიიქცევს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

მახაჭაშვილი ს. (2025). გენდერული საკითხი მახლობელ აღმოსავლეთში XX ს. დასაწყისის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული შავიზღვისპირული კორესპონდენციების მიხედვით. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 652–666. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8741