კონსტრუქტივიზმი XX საუკუნის 20-იანი წლების ბათუმის არქიტექტურაში (საცხოვრებელი სახლების მაგალითზე)

ავტორები

  • მაია ჭიჭილეიშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0009-0002-2030-9948

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8730

საკვანძო სიტყვები:

ბათუმი, საბჭოთა არქიტექტურა, საცხოვრებელი სახლები, კონსტრუქტივიზმი, მოდერნიზმი.

ანოტაცია

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ქართული საბჭოთა არქიტექტურის ჩამოყალიბება ახალი ტიპის სახელმწიფოში მიმდინარე იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებს დაუკავშირდა. არქიტექტურის მიზნები და ამოცანები კომუნისტური პარტიის „მონუმენტური პროპაგანდის“ პროგრამის ნაწილად იქცა. კონსტრუქტივიზმი საბჭოთა რუსეთში კომუნისტური მშენებლობის სიმბოლოსთან, ახალი ქვეყნის კონსტრუირების გამოხატვასთან ასოცირდებოდა.
ბათუმის არქიტექტურაში 1920-1930-იანი წლების მიჯნაზე წარმოებული მასობრივი საბინაო მშენებელობა კონსტრუქტივისტული სტილის მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებლებით აღინიშნა. 1920-იანი წლების ბათუმის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში კონსტრუქტივისტული პრინციპების ფართოდ დამკვიდრება შესაძლოა ბათუმისადმი, როგორც თანამედროვე სამრეწველო ქალაქისადმი ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულებით იყო განპირობებული. ბათუმი ამ პერიოდისათვის წარმოადგენდა მუშათა ქალაქს, რომლის იერსახეს, ძირითადად, ქმნიდა ახალი მოდერნისტული არქიტექტურა თავისი კომპლექსური დასახლებებითა და ახლებური ვიზუალის მქონე საცხოვრებელი სახლებით. წარმოდგენილი ნიმუშების მაგალითზე ბათუმის არქიტექტურაში უპირატესობა ენიჭება კონსტრუქტივიზმის იმ ნაკადს, რომელშიც ნაკლებად ჩანს ეროვნული და მოდერნისტული ტენდენციების სინთეზი. ბათუმის შენობებისათვის უპირატესად დამახასიათებელებელია „ინტერნაციონალუ-რი“ მიმართულების კონსტრუქტივისტული ტენდენციები, რომელიც ემყარება სადა, ლაკონური, გეომეტრიული, ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მოცულობებისა და ფორმების დინამიკას. ბათუმის საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა კომპლექსური ან ურბანული კვატალური განაშენიანების თვალსაზისით და დიდ როლს თამაშობს ქალაქგეგმარებითი სივრცითი სტრუქტურის შექმნაში. მთელი კვარტლის მასშტაბის განმსაზღვრელი ყველაზე მაღალსართულიანი შენობებიც ამ სტილის პრინციპებითაა გადაწყვეტილი, რაც „ბათუმური კონსტრუქტივიზმის“ ფასეულობას წარმოადგენს. ეს ნაგებობი, ისევე როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების (აბასთუმანი, წყალტუბო, ბორჯომი და სხვ.) ნიმუშები თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებებით ქართული კულტურის საინტერესო ისტორიული ეტაპის განუყოფელი ნაწილია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

ჭიჭილეიშვილი მ. (2025). კონსტრუქტივიზმი XX საუკუნის 20-იანი წლების ბათუმის არქიტექტურაში (საცხოვრებელი სახლების მაგალითზე). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 615–642. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8730