1997 წლის პრობლემური მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში − ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა

ავტორები

  • ლაშა დეისაძე-შარვაშიძე ისტორიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი https://orcid.org/0009-0006-3268-6491

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8719

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეკლესია, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ეკუმენიზმი, სქიზმა.

ანოტაცია

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არაერთხელ აღმოჩნდა შიდა თუ გარე გამომწვევების პირისპირ, რომელთა შორის ერთ-ერთი მწვავე იყო 1997 წელს საქართველოს ეკლესიაში წამოჭრილი კომპლექსურად პრობლემური საკითხი, როდესაც აქტიურად წარმოიშვა მოთხოვნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაეტოვებინა საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაცია „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“. აღნიშნულ მოთხოვნას ახმოვანებდა არაერთი მონასტრის შემადგენლობა, სხვადასხვა სასულიერო პირი და მრევლის ნაწილი. ისინი ოფიციალურ წერილებს აქვეყნებდნენ, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ წყვეტდნენ ევქარისტიულ კავშირს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს საპატრიარქოსთან. ხსენებული წერილები იბეჭდებოდა იმჟამინდელ პრესაში.
ვითარება მეტად სერიოზული და ამავდროულად მწვავე საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან წარმოიშვა სქიზმის (განხეთქილება) წარმოქმნის საშიშროება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამასთანავე, საქართველოს ეკლესიას დაემუქრა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩენის საფრთხე. სიტუაცია ითხოვდა გადაუდებელი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან აუცილებელი იყო საქართველოს ეკლესიას, პირველ რიგში, მოსალოდნელი სქიზმა აეცილებინა.
1997 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმა-დიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ეკლესი-ათა მსოფლიო საბჭოდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლის შესახებ. ამავდროულად კანო-ნიკური სასჯელები დაედოთ იმ პირებს, რომლებმაც ევქარისტიული ერთობა გაწყვიტეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს საპატრიარქოსთან.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

დეისაძე-შარვაშიძე ლ. (2025). 1997 წლის პრობლემური მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში − ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 456–466. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8719