მევენახეობა ისტორიულ მესხეთში ოსმალური დავთრების მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8716საკვანძო სიტყვები:
ოსმალური დავთრები, ქართული სუბსტრატი, მევენახეობა, გურჯისტანის ვილაიეთი, XVI საუკუნე.ანოტაცია
XVI საუკუნის ოსმალური დავთრები შეიცავს მდიდარ ინფორმაციას ოსმალების მიერ საქართველოს დაპყრობილი ნაწილის – მესხეთის გარკვეული ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ. ეს შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს ქართული ტრადიციული ბუნებათსარგებლობის ფორმები და ქართული სუბსტრატის დონე ოსმალთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობის ფონზე. ამჟამად ჩვენი კვლევის საგანია 1574 და 1595 წლების ოსმალური დავთრები (გურჯისტანის ვილაიეთის დავთრები). კვლევის ერთ-ერთი მიმართულებაა ქართული ცხოვრების წესის ცვლილებების დინამიკის დადგენა, რომელსაც ამჟამად მევენახეობის დარგით წარმოვადგენთ.
ოსმალური ექსპანსიის გამარჯვების მთავარი ნიშნული იყო 1545 წ. სოხოისტას ომი, რომლის შემდეგაც ქართველები თანდათანობით თმობენ პოზიციას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი აღნიშნული დავთრები, რადგანაც ისინი 1574 და 1595 წლებშია დაახლოებით ერთმანეთისაგან 20-წლიანი დაშორებით შედგენილი. ამიტომ ისინი სხვადასხვა საკითხის დინა-მიკაში შესწავლის საშუალებას იძლევა, თუმცა სრული სურათის წარმოჩენა მაინც შეუძლებელია, ვინაიდან ერთი და იგივე სახელწოდების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს (გურჯისტანის ვილაიეთს) 1574 და 1595 წლებში ერთნაირი ტერიტორიული მომცველობა არ ჰქონდა. ერთადერთი ტერიტორიული თანხვედრაა 1574 წლის დავთრისეული დიდი არტაანის ლივა, რომელიც შეესაბამება 1595 წლის დავთრის დიდი არტაანისა და ფანაკის ლივებს ერთად.
კვლევამ აჩვენა, რომ მევენახეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ყოფილა გურჯისტანის ვილაიეთში. ამაზე მიუთითებს ვენახზე გადასახადი, რომელიც გაწერილია თითქმის ყველა დასახლებაზე. ასევეა გადადახადი შირაზე (ტკბილი წვენი, რომელიც უმთავრესად მზადდებოდა ყურძნისაგან). 1595 წელს, 1574 წელთან შედარებით, დიდი არტაანის ლივაში გადასახადი ვენახსა და შირაზე შემცირდა (დიდი არტაანისა და ფანაკის ლივებში), თუმცა მათი წილი სამეურნეო გადასახადების ფონზე არ შეცვლილა და შეადგენს 1,7 %-ს. იმ უამრავ სამეურნეო გადასახადის ფონზე ეს მაჩვენებელი მცირე სულაც არაა. ეს კი თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ქართული მოსახლეობის ტრადიციული სამეურნეო სტრუქტურა, ამ თვალსაზრისით, არ შეცვლილა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .