აჭარა პოსტსაბჭოთა პერიოდში (1990-2023 წლები)

ავტორები

  • უჩა ოქროპირიძე ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, https://orcid.org/0000-0002-1696-0781

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8681

საკვანძო სიტყვები:

აჭარა; პოსტსაბჭოთა პერიოდი; ბათუმი.

ანოტაცია

ნაშრომი იწყება 1989 წლის დასაწყისში საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მასში მოთხრობილია აქ 1989 წლის 9 აპრილს და შემდგომ განვითარებული პროცესებისა და საქართველოში არსებულ ავტონომიურ ფორმირებების გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. მასში განხილულია როგორც 1990 წლის 30 სექტემბრის საქართველოს კონგრესის, ისე ამავე წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგები და მათი გავლენა ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. შესწავლილია აჭარაში ეროვნული მიმართულების პარტიათა საქმიანობისა და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება მათი ხელისუფლებაში მოსვლის საწყის ეტაპზე და ასლან აბაშიძის მთავრობის დამოკიდებულება მის მიმართ. აჭარაში „აღორძინების კავშირის“ შექმნის წინაპირობები საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ და გაანალიზებულია მისი ჩამოყალიბების დინამიკა, ბრძოლა საქართველოში მომხდარ პუტჩისტურ გადატრიალებასთან.
გამოკვლეულია 1992 წლის 11 ოქტომბრის „იმედისა“ და მასზე მიყოლებული „უიმედობის“ არჩევნების წარმმართველი იმპულსები საქართველოში და მისი შედე-გები აჭარაში და სრულიად საქართველოში. აჭარის ეროვნულ ძალთა აქტივობა და მისი საქმიანობა საქართველოში კანონიერების აღდგენისათვის გამართულ ბრძოლაში.
1994 წლის 1 მარტის სახელმწიფო გადატრიალება - „დსთ“-ში შესვლის რატიფიცირება საქართველოს ე. წ. პარლამენტის მიერ და აჭარის დეპუტაციის როლი ამ საქმეში.
შესწავლილია 1991-2002 წლებში მომხდარი ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო და სისტემურ სტრუქტურებში. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა და აჭარის ავტონომიაში განხორციელებული ცვლილებები - 2004წლის 6 მაისს, აჭარის ხელისუფლებიდან ა. აბაშიძის წასვლა და აქ ნაცმოძრაობის ხელისუფლების დამყარება, მის მიერ გატარებული პოლიტიკა 2012 წლამდე. 2012 წლის ოქტომბრიდან სააკაშვილის გუნდის წასვლა
საქართველოს ხელისუფლებიდან და „ოცნების“ მთავრობის თანამედროვე პოლიტიკა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მისი საქმიანობა და პრიორიტეტები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

ოქროპირიძე უ. (2025). აჭარა პოსტსაბჭოთა პერიოდში (1990-2023 წლები). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 164–177. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8681

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.