საფრანგეთის დიდი რევოლუციის 1791-1792 წლების (საკანონმდებლო კრების) შესწავლა საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8648საკვანძო სიტყვები:
საფრანგეთის დიდი რევოლუცია, საკანონმდებლო კრება, საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესწავლა საქართველოში, ქართული ისტორიოგრაფია.ანოტაცია
საფრანგეთის დიდი რევოლუციის და ნაპოლეონის ეპოქა, საქართველოში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ახალი ისტორიის პერიოდიდან, არცერთი საკითხი ისე კარგად არაა დამუშავებული და შესწავლილი, როგორც აღნიშნული ეპოქა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ისტორიოგრაფიამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა და შეეცადა შეძლებისდაგვარად წინ წაეწია საქართველოში საფრანგეთის დიდი რევოლუციის და ნაპოლეონის ეპოქის სწავლება, პოპულარიზაცია და შესწავლა, რაც ქართული ისტორიოგრაფიის წარმატებაა. ამდენი საფრანგეთის ისტორიის არც ერთ სხვა საკითხზე არაა დაწერილი, რამდენიც საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე და ნაპოლეონზე. ცხადია, ეს საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობას ხაზს უსვამს.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი საკანონმდებლო კრების მოღვაწეობის პერიოდია, რომელმაც აღნიშნულ ისტორიულ მოვლენას განსაკუთრებული კვალი დაატყო. საკანონმდებლო კრების საქმიანობა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ქართველ მკვლევარებს, რომლებმაც ჩვენთვის საინტერესო საკითხი სათანადოდ გააშუქეს და საკუთარი, საინტერესო მსჯელობა, ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. საკანონმდებლო კრების საქმიანობით არაერთი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი დაინტერესდა, როგორებიც არიან, პროფესორები: გ. ნათაძე, ა. ნამორაძე კ. ანთაძე და მ. კალანდაძე. საკანონმდებლო კრების მოღვაწეობას შეეხო XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელიც პუბლიცისტური საქმიანობითაც გახლდათ დაკავებული. ვფიქრობთ, ძალზე საინტერესოა, თუ როგორ ხდებოდა საკანონმდებლო კრების საქმიანობის გაშუქება, პოპულარიზაცია და შესწავლა საქართველოში, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე.
იქიდან გამომდინარე, რომ მასალათა კრებულში დასაბეჭდი სტატიების მოცულობა განსაზღვრულია, ხოლო ჩვენი სრული სტატია დადგენილ მოცულობას ბევრად აღემატება, წინამდებარე ნაშრომში საუბარი გვექნება, თუ როგორ ხდებოდა საკანონმდებლო კრების მოღვაწეობის შესწავლა, გაშუქება საქართველოს გასაბჭოებამდე (1921 წლამდე), ხოლო ჩვენს მონოგრაფიაში, რომელზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება, მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული საკითხის შესწავლა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .