ელინისტური ხანის სამაროვანზე აღმოჩენილი მძივსაკიდები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8644საკვანძო სიტყვები:
შავიზღვისპირეთი, საკიდები, ელინისტური ხანა, პოლიქრომიული და მონოქრომიული საკიდები.ანოტაცია
მძივები მიეკუთვნება მასობრივ არქეოლოგიურ მონაპოვარს ნეკროპოლებზე; მაგრამ, როგორც წესი, იშვიათად გვხვდება ნამოსახლარებზე. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ელინისტური ხანის სამაროვნებიდან მომდინარე სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული მძივები და მძივ-საკიდები. ელინისტურ ეპოქაში კოლხეთის (ზოგადად იმ პერიოდის სამყაროში) მატერიალური კულტურის განვითარებაში შეიმჩნევა მკვეთრი გარდატეხა და თვისობრივად ახალი ელემენტების გაჩენა ნივთიერი და სულიერი კულტურის სტრუქტურაში.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ელინისტური ხანის სამარხებში აღმოჩენილი მინისა (პოლიქრომიული, მონოქრომიული) და ნახევრადძვირფასი ქვებისაგან დამზადებული მძივ-საკიდები. მძივების სათანადო და ყოველმხრივი შესწავლა საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ საიუველირო, ქვისა და ძვლის დამუშავებისა და მინის წარმოების საქმეს, ასევე თვალი გავადევნოთ შესაბამისი სახელოსნოების ევოლუციას. მძივები, და საზოგადოდ, სამკაული გვეხმარება წარმოდგენა შეგვექმნას ანტიკური ხანის მოდასა და კოსტიუმზე. მძივების ფორმათა და ორნამენტის ცვლილება, ტექნოლოგიური დეტალების გათვალისწინებით (ორნამენტი, ფორმა, მასალა), დამათარიღებელ მასალასაც წარმოადგენს. კერძოდ, დამათარიღებელი მნიშვნელობა აქვს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა პოლიქრომიული დეკორი, მსხლისებური და ბიკონუსური ფორმები, ე.წ. სენდვიჩისებური მინის („ოქროფენილი“ და „ვერცხლითფენილი“) ტექნიკა და ა.შ. ამგვარად, მათი დაწვრილებითი კვლევა დაგვეხმარება არქეოლოგიური ძეგლის დათარიღებასა თუ საუველირო საქმის წარმოების შესწავლაში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





