ბარობა/ბარზე თანდებული იმერხეულსა და ტაოურში
DOI:
https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.10საკვანძო სიტყვები:
ქართული ენა, იმერხეული დიალექტი, ტაოური დიალექტი, თანდებულიანოტაცია
საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული იმერხეული და ტაოური დიალექტები მრავალი საუკუნეა მოწყვეტილია დედასამშობლოს და ინტენსიურად განიცდიან თურქული ენის ზეგავლენას. სხვადასხვა ენის, ტრადიციების მქონე თურქი და ქართველი ხალხის ურთიერთობამ ასახვა ჰპოვა მათ მეტყველებაზეც. თურქულის გავლენა ყველა ენობრივ დონეზე შეიმჩნევა: ფონეტიკაში, მორფოლოგიაში, ლექსიკაში...
სტატიაში განხილულია ბარობა/ბარზე თანდებულის ფორმობრივ-სემანტიკური ანალიზი ქართული ენის სხვა კილოებთან მიმართებით.
ქეგლ-ის მიხედვით: ბარობა - მის ბარობაზე - მისთვის, მის წილად; (ვისიმე) ბარობით -ზმნს. (ვისიმე) მიზეზით, (ვისიმე) გამო. ბარობა სიტყვაფორმა თანდებულის ფუნქციით საკმაოდ გავრცელებულია იმერხეულსა და ტაოურში. დაერთვის ნათესაობით ბრუნვის ფორმას, მეტწილად ნაცვალსახელებსა და არსებით სახელებს. ბრუნვისნიშნისეული -ს ელემენტი უმრავლეს შემთხვევაში მოკვეცილია. იხმარება სხვადასხვა ფორმით: იმერხეულში დასტურდება ბარობაჲ, ბარზე, ბარობაზე ვარიანტები, ხოლო ტაოურში ბარზე, ბააზე სახესხვაობები ფიქსირდება.
შდრ.: ქართული ენის კილოების მონაცემები: ბარა, ბარაზე, ბარობაზე (მესხური), ბარადან (ინგილოური), ბალაზე (ფერეიდნული), ბარობაზე, ბარობით (იმერული), ბარობა, ბარობაჲ (აჭარული).
საანალიზო თანდებულის სემანტიკა იმერხეულსა და ტაოურში მრავალფეროვანია; მისი საშუალებით აღინიშნება მიზანი, დანიშნულება, მიზეზი... სხვადასხვა კონტექსტში შეესაბამება -თვის, -გამო, -ზე, შესახებ თანდებულიან ფორმებსა და მიზნით, ამიტომ სიტყვებით გადმოცემულ შინაარსს.
იმერხეული და ტაოური მასალის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ბარობა თანდებულის გამოყენების საინტერესო ფაქტები როგორც ფორმობრივი, ისე ფუნქცია-სემანტიკის თვალსაზრისით.
წყაროები
ნიჟარაძე 1961: – ნიჟარაძე შოთა, ქართული ენის ზემოაჭარული დიალექტი (გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ). სახელმწიფო გამომცემლობა, ბათუმი, 1961.
როსტიაშვილი 1978: – როსტიაშვილი ნათელა, ინგილოური ლექსიკონი, თბილისი, 1978. ქდკ: https://www.ice.ge/liv/liv/ingilour.php).
ფაღავა... 2020: – ფაღავა მამია, ცინცაძე მერი, ბარამიძე მაია, ჩოხარაძე მალხაზ, შიოშვილი თინა, ხალვაში რამაზ, მგელაძე ნუგზარ, შაშიკიძე ზაზა, მგელაძე ნუგზარ, ჩხვიმიანი ჯიმშერ, კარალიძე ჯემალ, ტაო (მონოგრაფია). გამომც. „მერიდიანი“, ბათუმი, 2020.
ფაღავა... 2022: – ფაღავა მამია, ცინცაძე მერი, ბარამიძე მაია, ქართული ენის შავშური დიალექტი (გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი). გამომც. „მერიდიანი”, ბათუმი, 2022.
ფუტკარაძე 2016: – ფუტკარაძე შუშანა, ჩვენებურების ქართული. წიგნი მეორე, გამომც. „აჭარა“, ბათუმი, 2016.
ქეგლ 1950: – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, ტ. I. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1950.
ჯორბენაძე... 1988: – ჯორბენაძე ბესარიონ, კობაიძე მანანა, ბერიძე მარინე, ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი. გამომც. ,,მეცნიერება”, თბილისი, 1988.
იმერული მასალა: – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 1993-1998 წლებში იმერეთის სოფლებში ჩაწერილი დიალექტური მასალა.
ექსპედიციის მასალა: – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2007-2022 წლებში იმერხევსა და ტაოში მოწყობილი დიალექტური ექსპედიციების ფარგლებში ჩაწერილი დიალექტური მასალა.
ქდკ: – ქართული დიალექტური კორპუსი https://www.ice.ge/liv/liv/mesxuri. php# დამოწმება: 12.07.2023.
ქეეკ: – ქართული ენის ეროვნული კორპუსი http://corpora.co/#/texts დამოწმება: 07.05-13.05.2023.