ქართველი საზოგადო მოღვაწეების ქველმოქმედების როლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.05

საკვანძო სიტყვები:

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქველმოქმედება, ანდერძები, განათლება, სასწავლებლები

ანოტაცია

ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ცარიზმის დროს ერთ - ერთი დაწესებულება იყო, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ საქმეს, მისი ენისა და კულტურის განვითარების საქმეს ემსახურებოდა. XIX საუკუნის 70-იანი წლებში, კერძოდ 1879 წლის 15 მაისს დაარსებულმა "წიგნის-ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" შემდეგში ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოებამ მთელი საქართველოს მაშტაბით, აქტიური მოღვაწეობა დაიწყო. ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, სამი სხვადასხვა შეხედულების და მიმართულების მთავრობის მოღვაწეობას გაუძლო. საზოგადოებრივი ორგანიზაცია 1927 წლამდე მოღვაწეობდა და დიდ კულტურულ- საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა.

საზოგადოებრივ საწყისებზე დაარსებული ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად ქველმოქმედებაზე იყო დამყარებული: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც მათი დაარსებული ქართული დაწყებითი სასწავლებლები (სკოლები) არსებობდა, მატერიალური დახმარების მიზნით, ხშირად იმართებოდა საქველმოქმედო საღამო კონცერტები. დახმარება შემოდიოდა საზოგადოების მუდმივი წევრებისაგან, როგორც საწევრო გადასახადით, ასევე ერთდროულად გაწეული ფულადი დახმარებითაც. განსაკუთრეული აღნიშვნის ღირსია, ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების მიერ ანდერძით ბოძებული დახმარებები, რომლებიც მოძრავი და უძრავი ქონების გადაცემით განისაზღვრებოდა. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდსა და ჩვენი საზოგადო მოღვაწეების პირად ფონდებში დაცულია მეტად საინტერესო მასალა ქართული ქველმოქმედებისა, მათი დახმარებებისა, გასული საუკუნის დასაწყისში ქართული განათლების სისტემის მიმართ მათი გვერდში დგომისა.

თემაში წარმოვადგენ ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ჩვენი დიდი ქართველების დავით სარაჯიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ღოღობერიძის, გრიგოლ დადიანის, გიორგი ზდანოვიჩის, დიმიტრი ნაკაშიძის, კიტა აბაშიძის მიერ ქართველთა შორისა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გაწეული უანგარო დახმარებისა და ქველმოქმედებით გაწეულ ღვაწლს, მათი ნაანდერძები ქონებით საქართველოს ახალგაზრდობისათვის გაწეულ დახმარებას.

ავტორის ბიოგრაფია

თინათინ ჯაბადარი, საქართველოს ეროვნული არქივი

ისტორიის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული არქივის
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის
უფროსი სპეციალისტი
ელ-ფოსტა: tinikojabadari@gmail.com
ტელ: +995 577 130 325
ORCID: https://orcid.org/0009-0007-1997-5683

წყაროები

საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი − სცა: ფ. 481, ან. 1. საქმეები NN 777, 779, 830, 1269, 1308, 1309, 1327, 1753, 1829, 1832; ფ. 2079, ან. 1, საქმე N 1.

საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი: ფ. 1909, ან. 2, საქმეები: NN 2, 4, 21, 23, 25.

გოგებაშვილი, 1989: − ი. გოგებაშვილი, "რჩეული თხზულებები" , თბილისი, 1989.

საქართველოს სახელმწიფო არქივები, 1953: − ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (ფონდის აღწერილობა), თბილისი, 1953.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-28

გამოცემა

სექცია

ისტორია