ფრანგი მეცნიერის ცნობა საბჭოთა საქართველოში რელიგიური მდგომარეობის შესახებ

ავტორები

  • მიხეილ ქართველიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-4029-8609

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.04

საკვანძო სიტყვები:

მორის ბრიერი, ფრანგი მეცნიერი, საქართველო, საბჭოთა კავშირი, რელიგიური მდგომარეობა

ანოტაცია

ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე მორის ბრიერის წვლილი ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარებაში ამ საკითხებით დაინტერესებული მეცნიერებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. 1935 წელს აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფებოდა და დაწერა ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებებით აღსავსე ანგარიში. ანგარიშის ტექსტი ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ცნობილმა ქართველმა მთარგმნელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ცისანა ბიბილეიშვილმა, როდესაც იგი 1996 წელს ჟურნალ „კლდეკარის“ მეორე ნომრის ფურცლებზე გამოაქვეყნა. აღნიშნულ პუბლიკაციაზე საინტერესო გამოხმაურება ჰქონდა ცნობილ ქართველ მეცნიერს თამაზ ნატროშვილს.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ თამაზ ნატროშვილის რეცენზიას,  მორის ბრიერის მიერ აღწერილ, უაღრესად საინტერესო მასალაზე ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ყურადღება ნაკლებად არის გამახვილებული, არადა იგი ძალიან საინტერესო ინფორმაციებს შეიცავს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც სასულიერო პირი, მორის ბრიერი საგანგებოდ იყო დაინტერესებული აღნიშნული საკითხით და გამიზნულად დაესწრო რელიგიურ დღესასწაულებს.

წინამდებარე ნაშრომში ჩვენ, საბჭოთა ათეისტური პოლიტიკის ფონზე, კრიტიკულად განვიხილავთ მორის ბრიერის მიერ გადმოცემულ ინფორმაცია საქართველოში არსებული რელიგიური მდგომარეობის შესახებ.

ნაშრომში, ასევე, დაზუსტებულია ზოგიერთი საკითხი მორის ბრიერის ბიოგრაფიიდან. აღნიშნული ავტორის შთაბეჭდილებები და ანგარიში საინტერესო ინფორმაციებს იძლევა საბჭოთა საქართველოს ყოველდღიური ისტორიის შესასწავლადაც. აქედან გამომდინარე, იგი მნიშვნელოვან წყაროდ უნდა შეფასდეს.

ავტორის ბიოგრაფია

მიხეილ ქართველიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
ელ-ფოსტა: mikheil.kartvelishvili@tsu.ge
ტელ.: +995 591 93 90 75
ORCID: https://orcid.org/0000-0003-4029-8609

წყაროები

ბრიერი, 1996: − ბრიერი, მ., „მივლინება საქართველოში“, თარგმნა ც. ბიბილეიშვილმა. „კლდეკარი“ (გორის სალიტერატურო ჟურნალი), №2, თბილისი, 1996.

ნატროშვილი, 1997: – ნატროშვილი, თ., „შარდენის ნაკვალევზე“, გაზ.: „ლიტერატურული საქართველო“, 25 აპრილი - 2 მაისი, 1997.

პროფ. მორის ბრიერის ჩამოსვლა, 1935: – „პროფ. მორის ბრიერის ჩამოსვლა“, გაზეთი „კომუნისტი“, 18 აგვისტო, 1935.

შანიძე, 1960: – შანიძე, ა., „პროფესორი მორის ბრიერი“, გაზ. „ლიტერატურული გაზეთი“, 6 მაისი, 1960.

ქართველიშვილი, 2022: – ქართველიშვილი, მ., „საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა და საქართველოში მისი ასახვის თავისებურებები 1953-1964 წლებში“, თბილისი, 2022.

Graffin, 1960: − Graffin, Fr., “Le Chanoine Maurice Brière”, Nouvelles de l'Institut catholique de Paris. №4 Avril – Mai, Paris, 1960.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-28

გამოცემა

სექცია

ისტორია