ქართული ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციები ნაციონალიზმის ეპოქაში და ისტორიული გმირის კონცეფცია

ავტორები

  • დოდო ჭუმბურიძე საქართველოს უნივერსიტეტი; თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი https://orcid.org/0009-0005-6286-1708

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2022.01.04

საკვანძო სიტყვები:

ნაციონალიზმის ეპოქა, გმირის კონცეფცია, ქართული სახელმწიფოებრიობა, დავით აღმაშენებელი, ერეკლე მეორე

ანოტაცია

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში გაჩნდა ახლებური მიდგომა ისტორიული მეცნიერებისა და ქვეყნის ისტორიული წარსულისადმი. ისტორიოგრაფიულ კვლევების ძირითადი მიზანი გახდა რუსეთის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა, ისტორიის აქტივაცია და ქართველი ერის კონსოლიდაცია ეროვნული იდეისა და ქართველი ერის ისტორიის გარშემო. იმ ისტორიული წარსულის გახსენებით, როდესაც ქვეყანა ძლიერი და ერთიანი იყო, უნდა მომხდარიყო ქართველ ერში დამარცხებულის სინდრომის, ნიჰილიზმისა და კოლაბორაციონისტული განწყობების ნიველირება, ამასთანავე, პასუხი უნდა გასცემოდა საქართველოს ისტორიული წარსულის მიზანმიმართულ დაკნინებას იმპერიული იდეოლოგების მხრიდან, რასაც ისინი ქართველი ერის სრული ასიმილაციის მიზნით აკეთებდნენ. ქართულ ისტორიულ ცნობიერებაში წარმოიქმნა ისტორიული გმირის გმირის ახლებური კონცეფცია. რუსულ ხელისუფლებას უნდა დაენახა საქართველოს წარსულში მოღვაწე მეფეების გმირობა, ქართული სახელმწიფოებრიობის ღირსებები და საერთაშორისო ცნობადობა. ეროვნული მიმართულების პრესაში (გაზეთები: „დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“ და სხვ.) იბეჭდებოდა წერილები დავით აღმაშენებელზე, გიორგი ბრწყინვალეზე, ერეკლე მეფეზე და სხვა ქართველ მეფეებზე, რომლებიც იბრძოდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად, ამხნევებდნენ ერს უცხოელთა ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლაში. განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა დავით აღმაშენებლის პიროვნების წარმოჩენას – როგორც განადგურების პირას მყოფი სახელმწიფოს ხელახლა აღმშენებლისა და გამაძლიერებლის მაგალითს. ასევე , დიდი ადგილი ეთმობოდა ერეკლე II-ის გმირობისა და სახელმწიფო ღვაწლის ჩვენებას. ეს უკანასკნელი თემა პირდაპირ პასუხობდა რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოსადმი, გეორგიევსკის ტრაქტატის არასწორად გაგება-გამოყენებას იმპერიის მიერ და ქართველი მეფის რუსეთთან დაახლოვებისთვის გადადგმული ნაბიჯების არასწორ გაგებას.

ავტორის ბიოგრაფია

დოდო ჭუმბურიძე, საქართველოს უნივერსიტეტი; თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის
პროფესორი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიური
კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
ელ-ფოსტა: dodochumburidze@yahoo.com
ტელ: +995 599 96 64 19
ORCID: https://orcid.org/0009-0005-6286-1708

წყაროები

ბაგრატიონი, 1983: – თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ლელა მიქიაშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 33 - ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები IV - თბილისი - 1983;

„ივერია“, 1891, №11: – პ. ცხვილოელი (პოლიევქტოს კარბელაშვილი),გენერალ-მაიორი გოტლიბე გენრიხის ძე გრაფი ტოტლებენი და ირაკლი მეფე“, გაზეთი „ივერია“, 1891 წელი, №11;

„ივერია“, 1891 წ. № 131: – პოლიევქტოს კარბელაშვილი, „ერეკლე მეფე, როგორც თავისი სამეფოს აღმაშენებელი, მისი ეკონომიური წარმატების მონატრე და მზრუნველი“, „ივერია“, 1891 წ. № 131.

„ივერია“ 1890,1902, 1903: – პოლიევქტოს კარბელაშვილი, მეფე ერეკლეს წერილები, გაზეთი „ივერია“, 1890, №№232 – 236, 249, გაზეთი „ივერია“, 1902 წელი, №№18, 54, 55, 101; „ივერია“ 1903, №№26ტ, 28, 31, 65, 69, 73, 104, 108, 110, 112, 115, 118, 120, 121, 127, 131.

„საქართველო“, 1916, №№123-124: – პოლიევქტოს კარბელაშვილი,„მადანჩა და ერეკლე მეფე“, გაზეთი „საქართველო“, 1916, №№123-124.

სმიტი, 2004: – ენტონი დ. სმიტი, „ნაციონალიზმი, თეორია , იდეოლოგია, ისტორია“, თბილისი, 2004.

სცსა, 1461, აღწ.1, საქმე29, ფურც.10 – საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, პოლიევქტოს კარბელაშვილის პირადი ფონდი №1461, აღწერა 1, საქმე 29, ფურც. 10.

ჩხაიძე, 2004: – ირაკლი ჩხაიძე, ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორია და ქართული ნაციონალური პროექტი („თერგდალეულები“), თბილისი, 2009.

ჩხარტიშვილი, 2004: – მარიამ ჩხარტიშვილი, შესავალი ენტონი დ. სმიტის წიგნისა –„ნაციონალიზმი, თეორია, იდეოლოგია, ისტორია“, თბილისი, 2004.

ჭავჭავაძე, 1986: – ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, თბილისი, 1986.

ჭავჭავაძე, 1984: – ილია ჭავჭავაძე, ერი და ისტორია (დიმიტრი ბაქრაძის ნაშრომის გამო საქართველოს ისტორიაზე), თხზულებანი, ერთტომეული, შეადგინა მურმან ლებანიძემ, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1984.

ჭავჭავაძე, 1984: – ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ერთტომეული, შეადგინა მურმან ლებანიძემ, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1984.

ჭავჭავაძე, 1984: – ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან, თხზულებანი, ერთტომეული, შეადგინა მურმან ლებანიძემ, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1984.

ჯონსი, 2007: – ჯონსი, ფ. ს. სოციალიზმი ქართულ ფერებში, სოციალ დემოკრატიის ევროპული გზა 1883-1917. თბილისი 2007.

ჰროში, 2007: – Hroch, M. `National Romanticism~ Diskourses of Collective Identity in Central and Souteast Europe(1770-1945); Volume Two: Nacional Romanticism – The formation of National Movements, GEU PRESS, Budapest, New York, 2007.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-28

გამოცემა

სექცია

ისტორია