გვიანი ზრდასრულობა (მოხუცებულობა) და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12073საკვანძო სიტყვები:
გვიანი ზრდასრულობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, რიფის მოდელი, წარმატებული დაბერებაანოტაცია
წარმოდგენილი სტატია ეხება ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დონის შესწავლას გვიანი ზრდასრულობის (მოხუცებულობის) ასაკში.
გვიანი ზრდასრულობა წარმოადგენს განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. განვითარების ფსიქოლოგიის მკვლევარებს სხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებთ მოხუცებულების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესწავლა.
ფსიქოლოგიური კეთილდღეობა - ეს ადამიანის მთლიანპიროვნული მდგომარეობაა, რომელშიც აისახება ცხოვრებით კმაყოფილება და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორია ქართველი მოხუცების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დონე, შეინიშნება თუ არა იგივე ტენდენციები, რაც დადასტურებულია უცხოურ კვლევებში, სადაც ნაჩვენებია, რომ მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს ცხოვრებით კმაყოფილებას, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯანმრთელობა, სოციალური ინტეგრაცია, ოჯახური პირობები და ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმა.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 32-მა ადამიანმა, რომელთა ასაკი იყო 60–79 წელი. კვლევის ინსტრუმენტი იყო კეროლ რიფის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკვლევი სკალა. ვვარაუდობდით, რომ ქართველ მოხუცთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დონე იქნებოდა უფრო დაბალი, ვიდრე ამას აჩვენებს უცხოური კვლევები.
თუმცა, კვლევის შედეგებმა აჩვენა ზომიერი, დადებითი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ასაკსა და კეთილდღეობას შორის (ρ = .37; p = .038), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად კეთილდღეობა პირიქით, იზრდება. მიღებული შედეგები ეხმაურება თანამედროვე კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ფსიქოლოგიური კეთილდღეობა არაა დამოკიდებული მხოლოდ ასაკზე.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





