დიმიტრი უზნაძის იდეები მოსწავლეთა მოქალაქეობრივი აღზრდის საკითხთან მიმართებით
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12072საკვანძო სიტყვები:
დიმიტრი უზნაძე, მოქალაქეობრივი აღზრდა, სკოლის რეფორმა, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დემოკრატიული სკოლა, პედაგოგიკა, ზნეობრივი აღზრდა, მართლშეგნებაანოტაცია
ნაშრომი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგისა და პედაგოგის, დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური მემკვიდრეობის გაანალიზებას მოსწავლეთა მოქალაქეობრივი აღზრდის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი უზნაძე, ძირითადად, ცნობილია როგორც „განწყობის თეორიის“ ფუძემდებელი, მისი, როგორც სკოლის რეფორმატორისა და პედაგოგიური მოაზროვნის როლი ნაკლებად არის შესწავლილი. კვლევის მიზანია უზნაძის ხედვების წარმოჩენა და მათი კავშირის დადგენა თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებთან. ნაშრომში განხილულია მისი მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მოქალაქის აღზრდაა. დიმიტრი უზნაძე მოქალაქეობრივი აღზრდის ორ ძირითად კომპონენტს გამოყოფს: 1) ცოდნის მიწოდება (სამართლებრივი და სოციალური საკითხების შესახებ) და 2) ხასიათისა და ნებისყოფის სამოქალაქო წრთობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მის მიერ შემოთავაზებულ სიახლეზე – მოსწავლეთა თვითმმართველობის დანერგვაზე. მისი ხედვით, სკოლა უნდა იყოს „პატარა სახელმწიფო“, სადაც მოსწავლეები პრაქტიკული საქმიანობით ეუფლებიან დემოკრატიული თანაცხოვრების პრინციპებს. დასკვნის სახით, ნაშრომი ცხადყოფს, რომ უზნაძის იდეები მოქალაქეობრივი აღზრდის შესახებ (აქტიური, შემოქმედი, საზოგადოებრივი ინტერესების გამზიარებელი მოქალაქის ჩამოყალიბება) მნიშვნელოვან აქტუალობას ინარჩუნებს თანამედროვე ქართული სკოლის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





