ბიოეკონომიკაზე დაფუძნებული ტურიზმი: მდგრადი განვითარების მხარდაჭერა
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12068საკვანძო სიტყვები:
მდგრადი, ტურიზმი, ბიოეკონომიკა, კონცეფცია, გამოწვევებიანოტაცია
ბიოეკონომიკა მდგრადი განვითარების ტრანსფორმაციულ ძალად ყალიბდება, რომელიც აერთიანებს ეკონომიკის სექტორებს, ბიოტექნოლოგიების ციფრული მიღწევების, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებთან ინტეგრირებით. ბიოეკონომიკაზე დაფუძნებული ტურიზმის საჭიროებაზე ახალი კონცეფციები და მოდელები მუშავდება, რომელიც აერთიანებს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ მიზნებს. ბიოეკონომიკა გვთავაზობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც არა მხოლოდ ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ბიოეკონომიკის კონცეფცია გულისხმობს ტურისტული სექტორის ისეთ განვითარებას, სადაც მაქსიმალურად გამოიყენება განახლებადი ბიოლოგიური რესურსები და ხდება გარემოს რეგენერაცია. წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორის გაანალიზებას ბიოეკონომიკის ჭრილში, როგორც ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა, კრეატიული ტურიზმის ფორმა, სადაც აქცენტი არა მხოლოდ ნახვაზე, არამედ ახალი უნარების შეძენასა და თვითგამოხატვაზე კეთდება. სტატიაში განვიხილეთ საქართველოსა და ევროპის რეგიონის ქვეყნების ბიოეკონომიკის სტრატეგიები, დაინტერესებული მხარეების მიერ ბიოეკონომიკაზე დაფუძვნებული ტურიზმის აღქმა და კონცეფციის განვითარებაზე მოქმედი ბარიერები და დამხმარე პირობები.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





