ტრადიციული კულტურის რევიტალიზაცია და ინოვაცია აფხაზეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12063საკვანძო სიტყვები:
აფხაზეთი, წეს-ჩვეულებები, რევიტალიზაცია, ინოვაციაანოტაცია
XX საუკუნის ბოლოს შექმნილი წინააღმდეგობრივი, პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის, მათ შორის აფხაზეთის მრავალეთნიკურ საზოგადოებაზე თავისებურად აისახა. აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად მხოლოდ გალის რაიონში დარჩნენ ქართველები, ხოლო სხვა რაიონებში მცირე ნაწილი. ქართველებსა და აფხაზებს შორის მოხდა იზოლირება. რეგიონში შექმნილმა რთულმა ვითარებამ აფხაზების და იქ დაჩენილი ქართველების ცხოვრების წესზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თვალშისაცემია სოციალ-პოლიტიკური გარემოთი განპირობებული, ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ცვლილებები. აფხაზეთში დღემდე მოღწეულია ტრადიციული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ქართველი და აფხაზი ხალხის ტრადიციულ ყოფასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ მხარის ისტორიული ძნელბედობით გამოწვეული ყოფის ტრანსფორმაცია მოსახლეობის სულიერ კულტურაზეც აისახა. წეს-ჩვეულებებს განსაკუთრებულ სიცოცხლის უნარიანობას ანიჭებდა ის, რომ მათში საუკუნეების განმავლობაში, ახალი ჩვევების გაჩენასთან ერთად, წინა ეპოქების ტრადიციებიც შენარჩუნდა.
ქართველი და აფხაზი ხალხის ხანგრძლივი და მშვიდობიანი ურთიერთობა XX საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებულმა ,,ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა“ დაარღვია და ამ ორი ხალხის ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტა გამოიწვია. აღნიშნული გარემოება თანამედროვე აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების ტრადიციული ყოფისა და კულტურის თითქმის ყველა სფეროზე აისახა. რამაც ერთის მხრივ, წარმოშვა ინოვაციური ტენდენციები, მეორეს მხრივ, კი ტრადიციული კულტურა, როგორც ეთნიკური სახის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობა ხდება და ყოფითი კულტურისა და წეს-ჩვეულებების კონსერვაციის მექანიზმი ამოქმედდა. დაფიქსირდა კულტურის იმ ელემენტების აღორძინება, რომელიც მეტ-ნაკლებად დავიწყებული იყო და ახალი გარემოებების წყალობით კვლავ გამოცოცხლდა - რევიტალიზაცია და ვითარების გასაუმჯობესებლად ახალი მეთოდების და გზების მოძიება - ინოვაცია. რევიტალიზაციაში იგულისხმება ტრადიციული ინსტიტუტების გამოცოცხლება, რასაც კრიზისულ შემთხვევებში სოციუმის თვითგადარჩენის აუცილებლობას განაპირობებს. მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო საზოგადოება თვითგანადგურების წინაშე დადგა და იძულებული გახდა ხსნის გზა მოეძებნა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





