,,განმანათლებლური აბსოლუტიზმის“ იდეა სულხან-საბას კრებულში ,,სიბრძნე სიცრუისა“

ავტორები

  • ეკა ჩიკვაიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0002-4096-6427

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12058

საკვანძო სიტყვები:

განმანათლებლობა, განათლებული აბსოლუტიზმი, ქართული კულტურა, სულხან-საბა, კულტურული გზაშესაყარი

ანოტაცია

საქართველო გეოპოლიტიკური ვითარების გამო მუდმივად იყო არა მხოლოდ კულტურათა გზაგასაყარი (აღმოსავლურ-დასავლური, ქრისტიანულ-მუსლიმური), არამედ გზაშესა­ყა­რიც. XVI-XVIII საუკუნეები ქართულ კულტურულ სივრცეში განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამ სიჭრელემ ერთგვარად იდეურად დაძრა პოლიტიკური უნიათობით გამოწვეული სტაგნაცია და ბიძგი მისცა ახალ კულტურულ მერიდიანებს. განსაკუთრებით საინტერესო ამ თვალ­საზრისით სულხან-საბას შემოქმედებაა. საბა ,,სიტყვის კონით“ განმანათლებელ ენციკლოპედის­ტებს ეხმიანება, სახელმწიფოს კონცეფციით - ტრადიციულ ხედვასა და ნოვატორულ იდეებს. მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით საბა ჰუმანისტი ქრისტიანია, რომელიც სახელმწიფოს შენებაში მონარქიზმის იდეის ერთგულია, თუმცა რეფორმატორი. მისი ენა და სტილი ისეთივე სინთეზი და გზაშესაყარია აღმოსავლურ-დასავლური კულტურისა, როგორიც თავად ეპოქა ქართ­ველი საზოგადოებისთვის. ამჯერად ჩვენს ყურადღებას იპყრობს საბას სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც იგავ-არაკთა კრებულშია ასახული. საბასთან ერთმანეთს უპირისპირდება ფსევდო-სი­კეთე და სიკეთე, ფსევდო-ქმედება და ქმედება. ევროპული განმანათლებლობის მსგავსად, სულ­ხან-საბაც ფიქრობს ჰარმონიულ საზოგადოებაზე, რომლის საფუძველს და საყრდენსაც წარმოადგენს მოქალაქე და მისი ზნეობრივ-პოლიტიკური ცნობიერება. ეპოქის ეთიკური პრობლემები უნდა წარმოჩნდეს პერსონაჟთა სახეებში და აისახოს ეთიკურისა და ესთეტიკურის გადაკვეთით. ცოდნის გავრცელება მასებში, გარდამქმნელი იდეების შეტანა მოქალაქეებში და მორალისტური პათოსი, რითაც გამოირჩევა ევროპული განმანათლებლობა, შეინიშნება სულხან-საბას მხატვრულ პრო­ზაშიც. წიგნში ,,სიბრძნე სიცრუისა“ გამოყენებულია განმანათლებლობისთვის დამახასიათებელი ალეგორია, სატირა, იუმორი, ირონია, პარადოქსი. სულხან-საბას სოციალურ-პოლიტიკური იდეები უახლოვდება ეგრეთ წოდებული ,,განათლებული აბსოლუტიზმის“ მსოფლმხედველობას, რომე­ლიც აღიარებს სახელმწიფო ინტერესების უზენაესობას და ამტკიცებს, რომ ყველაფერი უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფოს ინტერესებისთვის. სწორედ ეს არის ის ღერძი, რომელიც რეალურსა და სასურველს ერთმანეთს უპირისპირებს ,,სიბრძნე სიცრუისაში“, ამ დაპირისპირებაში ამარჯვებინებს სახელმწიფოს იდეას, სადაც ყველა რგოლს საკუთარი ფუნქცია აქვს, რათა ,,აღმო­სავლურ-დასავლურ დივანზე“ (ვ. კოტეტიშვილი) ქვეყანამ კუთვნილი ადგილი იპოვოს.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ჩიკვაიძე ე. (2026). ,,განმანათლებლური აბსოლუტიზმის“ იდეა სულხან-საბას კრებულში ,,სიბრძნე სიცრუისა“. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 759–771; 772. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12058

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.