მორალი, როგორც წინააღმდეგობის იარაღი ჰერტა მიულერის შემოქმედებაში

ავტორები

  • მარიამ კორინთელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0000-7895-518X

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12054

საკვანძო სიტყვები:

ჰერტა მიულერი, ტოტალიტარიზმი, მორალი, რეპრესიები, გადასახლება

ანოტაცია

ნაშრომი წარმოადგენს ჰერტა მიულერის რომანის - „სუნთქვის საქანელას“ კვლე­ვას, კერძოდ, მორალურობის ასპექტს რომანში, როგორც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს. ჰერტა მიულერის ცხოვრებაცა და შემოქმედებაც წინააღმდეგობის ისტორიაა, ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება, საკუთარი სუბიექტური გამოცდილებები მთელი ქვეყნის ბიოგრაფიად აქციო. მისი რომანების ძირითადი თემაა ავტორიტეტები და ძალაუფლება, ცენზურა და დამორჩილება, ემიგრაცია, ეროვნული იდენტობის ძიება. ტოტალიტარიზმის დამანგრეველი გავლენისგან თავის დასაცავად ერთ-ერთ იარაღად მწერალს ზოგადმორალური პრინციპების დაცვა მიაჩნია; ეპოქაში, რომელმაც თავდაყირა დააყენა სამართლისა და სამართლიანობის გაგება; დროში, როდესაც არ მოქმედებს არც ადამიანური და არც ღვთაებრივი სამართალი, ერთადერთ ხსნად ზოგადი ადამია­ნურ-მორალური პრინციპების შენახვა-შენარჩუნებაღა რჩება. ჰერტა მიულერის რომანები განსა­კუთ­რებით აქტუალურია საქართველოსთვის, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილისთვის. მის ნა­წარ­მოებებში აღწერილი პრობლემატიკა საქართველოსთვისაც მეტად მტკივნეული საკითხია - საბჭოთა გამოცდილება და კოლექტიური, თაობათაშორისი ტრავმები ჯერ კიდევ საჭიროებს კვლევასა და რეფლექსიას, სწორედ ამიტომ, ჰერტა მიულერისეული რუმინული ტოტალიტარიზმი, წინააღმდეგობა და მორალური ორიენტირების მოშლა რეჟიმების პირობებში მთელი სოციალის­ტური ბანაკის გამოცდილებაა, განსაკუთრებით კი - საქართველოსი, რომელსაც რიგ შემთხვევებში ყველაზე მძიმედ შეეხო ტოტალიტარიზმის გამოვლინებები და რეპრესიები.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

კორინთელი მ. (2026). მორალი, როგორც წინააღმდეგობის იარაღი ჰერტა მიულერის შემოქმედებაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 715–718; 719. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12054

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.