ბრიტანული და ქართული ლიტერატურის ზოგიერთი მწერლის შემოქმედების შედარებითი ანალიზი

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12053

საკვანძო სიტყვები:

ქართული ლიტერატურა, ინგლისური ლიტერატურა, ლიტერატურული ანალიზი

ანოტაცია

ლიტერატურა არის კულტურის სარკე, რომელიც ასახავს ერის ისტორიას, მის ტრადიციებს და სულიერ ღირებულებებს. ბრიტანეთის და ქართული ლიტერატურა ორი ცალკეუ­ლი, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული, კულტურული ტრადიციის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავდებიან როგორც ენით, ისე სტილისტიკით და ჟანრით, ორივე მათგანი წარმოადგენს თავისი ქვეყნის სულიერ ძეგლებს, რომლებიც გამოხატავენ ეროვნულ იდენტობას და სამყაროს ხედვას. ბრიტანეთის ლიტერატურამ, თავისი მრავალწლიანი ისტორიისა და მნიშვნე­ლო­ვანი ავტორების შესანიშნავი შემოქმედებით, დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ინგლისურენო­ვან, არამედ სხვა კულტურასა და ლიტერატურაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ლიტე­რა­ტურა უმთავრესად ასოცირდება ინგლისურენოვან ქვეყნებთან, მისი შთაგონება და გავლენა გასცდა ინგლისს და ევროპას. ბრიტანულმა ლიტერატურამ, რომელიც ხშირად შეეხებოდა სოციალურ პრობლემებს, უდიდესი გავლენა მოახდინა ქართულ მწერლობაში, სადაც სოციალური უთანასწო­რობა და პოლიტიკური საკითხები მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა. დიკენსის და ჰარდის მსგავსმა ავტორებმა, რომლებმაც აღწერეს კლასობრივი უთანასწორობა, გაჭირვება და შრომის პირობები, შთაგონება მისცეს ქართველ მწერლებს, რათა უფრო ღრმად შეძლებოდათ დაკავშირება ქართულ საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებთან. ქართულ ლიტერატურასა და კულტურაში, განსაკუთრებით XIX და XX საუკუნეებში, ბრიტანეთის ლიტერატურის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი აისახა, რაც ფუნდამენტური გარდამავალი პერიოდის ნაწილი გახდა. საქართველოში ბრიტანული ლიტერატურის საკითხები აქტიურად განიხილებოდა და მისი ნაწარმოებები ითარგმ­ნე­ბოდა ქართულ ენაზე, შეიმჩნეოდა აშკარა შთაგონება. ამ სტატიის მიზანია, შევადაროთ ბრიტა­ნეთისა და ქართული ლიტერატურა მათი ისტორიის, ძირითადი მიმდინარეობებისა და ავტორების ჭრილში, რათა გამოვავლინოთ მსგავსებები და განსხვავებები. შევისწავლოთ, როგორ აისახა ბრი­ტანული ლიტერატურის ელემენტები ქართულ ლიტერატურაში, რა გავლენა მოახდინა მან ქართულ მწერლობაზე და რომელ ავტორებსა და მიმდინარეობებზე ჰქონდათ გავლენა. გავაანა­ლიზოთ, როგორ მოახდინა ბრიტანეთის ლიტერატურამ გავლენა ქართულ კულტურაზე, როგორ აისახა ეს გავლენა ქართულ მწერლობაში, მის სტილისტიკაში, სოციალურ და კულტურულ კონ­ტექსტში.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

გოგოხია რ. (2026). ბრიტანული და ქართული ლიტერატურის ზოგიერთი მწერლის შემოქმედების შედარებითი ანალიზი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 706–710; 711. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12053

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.