აფხაზურის, ბაცბურის, უდიურის, ხუნძურისა და ჩეჩნურის ენობრივი დინამიკა საქართველოში: სოციოლინგვისტური ფაქტორების ზეგავლენა
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12045საკვანძო სიტყვები:
საფრთხეში მყოფი ენა, ეთნიკური და ენობრივი თვითკუთვნილება, ეთნიკური უმცირესობის ენა, საოჯახო ენაანოტაცია
წინამდებარე სტატიაში შევეცდები, წარმოვადგინო საქართველოში გავრცელებული იბერიულ-კავკასიური, ანუ მთის კავკასიური ენების ფუნქციონირების რამდენიმე საკითხი:
- მათი გავრცელების არეალი;
- თაობათაშორის ენის გადაცემის მაჩვენებელი;
- მშობლიური ენის ფლობის დონე.
ნაშრომი ეფუძნება 2019-2024 წლებში ჩატარებულ საველე სოციოლინგვისტურ კვლევებს, რომლებიც მოიცავდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების — აფხაზების, ჩეჩნების (ქისტების), ბაცბების/წოვა-თუშების, უდიებისა და ხუნძების (კომპაქტურ და დისპერსიულ დასახლებებში) — ენობრივი მდგომარეობის შესწავლას და მათზე მოქმედ სოციალურ-ლინგვისტურ თუ დემოგრაფიულ ფაქტორებს. კვლევა ჩავატარე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: აჭარაში (აფხაზური თემი), პანკისის ხეობაში (ქისტური თემი), ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში (უდიური, ბაცბური და ხუნძური თემები).
იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ენების ატლასის თანახმად, ის, რაც მეტ-ნაკლებად აერთიანებს ამ ენებს, არის მომავალში გაქრობის საფრთხე.
სოციოლინგვისტურ გამოკითხვებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა. კვლევა მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მეთოდებს: ანონიმურ ანკეტირებას, სტრუქტურირებულ ინტერვიუებს, დაკვირვებას, აუდიო-ვიდეო ჩანაწერებსა და ენათა კოდ-შერწყმის ანალიზს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





