ონომასიოლოგია, ონომატოლოგია, ონომასტიკა
(ტერმინების დაზუსტებისათვის)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12042საკვანძო სიტყვები:
ონომასიოლოგია, ონომასტიკა, ონომასიოლოგიური ლექსიკონი, ონომასტიკური ლექსიკონი, ნომინაცია, ონიმიანოტაცია
არცერთი დარგობრივი ტერმინოლოგია არ არის დაზღვეული ხარვეზებისგან. ანალოგიური სიტუაციაა ონომასიოლოგიაშიც, სადაც ერთმანეთში აღრეულია ისეთი ფუძემდებლური ტერმინებიც კი, როგორებიცაა „ონომასიოლოგია“, ონომატოლოგია, ონომასტიკა“ და სხვა. უფრო მეტიც, არც ქართულ და არც უცხოურ სამეცნიერო სივრცეში დღემდე არ არსებობს „ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“. არის მხოლოდ „ონომასტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონები“, რომლებში განმარტებული ტერმინთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედაც რომ ზოგადად ონომასიოლოგიურია და არა კონკრეტულად ონომასტიკური. დღეს არავისთვის საკამათო აღარაა ის, რომ „ონომასიოლოგია“ და „ონომასტიკა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ლინგვისტური დარგებია. შესაბამისად წინამდებარე ნაშრომში არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე დასმულია საკითხი „ქართულ ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის“ შედგენის და მისი „ონომასტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონებისგან“ გამიჯვნის შესახებ.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





