ბრალის ინსტიტუტი – შეფასება კანონიკური და საეკლესიო სამართლის პერსპექტივიდან

ავტორები

  • კოსმინ-იონუც ტიუდორი ბუქარესტის უნივერსიტეტის დოქტორანტი https://orcid.org/0009-0003-3577-9886

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12039

საკვანძო სიტყვები:

ბრალი, ინსტიტუტი, კანონიკური თეოლოგია, საეკლესიო სამართალი, კანონები, ცოდვა, ადამიანის ერთობა (ზიარება) ღმერთთან

ანოტაცია

ბრალის ინსტიტუტი წარმოადგენს ფუნდამენტურ კონცეფციას სამართლის სფე­როში და არის ერთ-ერთი იმ არსებითი ელემენტთაგანი, რომელიც სამართლებრივ პასუხისმგებ­ლო­ბას განაპირობებს. თავისი არსით, ბრალი ასახავს პირის ფსიქიკურ ან მორალურ დამოკიდებ­ულებას ჩადენილი ქმედებისა და მისი შედეგების მიმართ. ბრალის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

ბრალი, როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ელემენტი, ასევე აქტუალური კონცეფციაა კანონიკურ თეოლოგიასა და, შესაბამისად, საეკლესიო კანონმდებლო­ბაში. მიუხედავად იმისა, რომ პარადიგმული განსხვავებები მნიშვნელოვანია - ვინაიდან საეკლესიო სამართალს არსებითად სულიერი და მორალური განზომილება გააჩნია - ბრალის იდენტიფი­ცირება, დეფინიცია და სანქცირება მაინც ფუნდამენტურ საზრუნავად რჩება საეკლესიო ცხოვრების ორგანიზებისა და დისციპლინისთვის.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ტიუდორი კ.-ი. (2026). ბრალის ინსტიტუტი – შეფასება კანონიკური და საეკლესიო სამართლის პერსპექტივიდან. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 566; 567–577. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12039

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.