ანთიმოზ ივერიელისა და ვლახეთში (რუმინეთის მიწა) დაბეჭდილი მისი პირველი წიგნების შესახებ
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12037საკვანძო სიტყვები:
კულტურული ურთიერთობები, ტიპოგრაფიული საქმიანობა, საბეჭდი სტამბა, კულტურული მემკვიდრეობაანოტაცია
წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია იმ ჰერმენევტიკული ანალიზის შედეგები, რომელიც ჩატარდა ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთის მიწაზე დაბეჭდილი პირველი წიგნების (1691–1699 წწ.) წინასიტყვაობებისა და კოლოფონების (ანდერძ-მინაწერების) ტექსტებზე. აღნიშნული ტექსტები დღემდე არ ყოფილა შესწავლილი და შეფასებული სპეციალიზებულ ლიტერატურაში ინტერდისციპლინური (ისტორიული, ფილოლოგიური, თეოლოგიური და ა.შ.) პერსპექტივიდან.
კომპეტენტური მკითხველი შეამჩნევს, რომ ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი წიგნების უმრავლესობა ბერძნულ ენაზე იყო შესრულებული. ეს განპირობებული გახლდათ იმ გარემოებით, რომ აღნიშნული გამოცემები - მთავარ კონსტანტინ ბრინკოვიანუს შუამდგომლობით - შეუკვეთა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოს II ნოტარასმა, რომელიც დაინტერესებული იყო არა მხოლოდ ბერძნულენოვანი კულტურის პოპულარიზაციით, არამედ მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთში ნაბეჭდ წიგნებზე არსებული გადაუდებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით.
მთავრების - შერბან კანტაკუზინოსა (1678–1688 წწ.) და კონსტანტინ ბრინკოვიანუს (1688–1714 წწ.) მმართველობის პერიოდში ვლახეთი (რუმინეთის მიწა) თავშესაფრად იქცა არა მხოლოდ ბიზანტიური კულტურის სულით აღზრდილი განათლებული ბერძნებისთვის, არამედ ოთხივე ბერძნული საპატრიარქოს (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის) მრავალრიცხოვანი სასულიერო პირისთვის, რომელთაც ესაჭიროებოდათ ბერძნული წიგნები; აღნიშნული ლიტერატურით მათ ამარაგებდა როგორც სამთავრო, ისე უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიის სტამბა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





