ანთიმოზ ივერიელისა და ვლახეთში (რუმინეთის მიწა) დაბეჭდილი მისი პირველი წიგნების შესახებ

ავტორები

  • ნიკოლაე ვ. დურა კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტი; რუმინელ მეცნიერთა აკადემია; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია https://orcid.org/0000-0002-1175-5551
  • კატალინა მიტიტელუ კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6489-9252

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12037

საკვანძო სიტყვები:

კულტურული ურთიერთობები, ტიპოგრაფიული საქმიანობა, საბეჭდი სტამბა, კულტურული მემკვიდრეობა

ანოტაცია

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია იმ ჰერმენევტიკული ანალიზის შედე­გები, რომელიც ჩატარდა ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთის მიწაზე დაბეჭდილი პირველი წიგნების (1691–1699 წწ.) წინასიტყვაობებისა და კოლოფონების (ანდერძ-მინაწერების) ტექსტებზე. აღნიშნული ტექსტები დღემდე არ ყოფილა შესწავლილი და შეფასებული სპეციალიზებულ ლიტერატურაში ინტერდისციპლინური (ისტორიული, ფილოლოგიური, თეოლოგიური და ა.შ.) პერსპექტივიდან.

კომპეტენტური მკითხველი შეამჩნევს, რომ ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი წიგნების უმრავლესობა ბერძნულ ენაზე იყო შესრულებული. ეს განპირობებული გახლდათ იმ გარემოებით, რომ აღნიშნული გამოცემები - მთავარ კონსტანტინ ბრინკოვიანუს შუამდგომლობით - შეუკვეთა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოს II ნოტარასმა, რომელიც დაინტერესებული იყო არა მხო­ლოდ ბერძნულენოვანი კულტურის პოპულარიზაციით, არამედ მთელ ქრისტიანულ აღმოსავ­ლეთ­ში ნაბეჭდ წიგნებზე არსებული გადაუდებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით.

მთავრების - შერბან კანტაკუზინოსა (1678–1688 წწ.) და კონსტანტინ ბრინკოვიანუს (1688–1714 წწ.) მმართველობის პერიოდში ვლახეთი (რუმინეთის მიწა) თავშესაფრად იქცა არა მხოლოდ ბიზანტიური კულტურის სულით აღზრდილი განათლებული ბერძნებისთვის, არამედ ოთხივე ბერძნული საპატრიარქოს (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის) მრავალრიცხოვანი სასულიერო პირისთვის, რომელთაც ესაჭიროებოდათ ბერძნული წიგნები; აღ­ნიშნული ლიტერატურით მათ ამარაგებდა როგორც სამთავრო, ისე უნგრო-ვლახეთის მიტროპო­ლიის სტამბა.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

დურა ნ. ვ., & მიტიტელუ კ. (2026). ანთიმოზ ივერიელისა და ვლახეთში (რუმინეთის მიწა) დაბეჭდილი მისი პირველი წიგნების შესახებ. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 542; 543–560. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12037

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.