ჰეტეროდოქსთა (ინომადიდებელთა) მიღება მართლმადიდებელ ეკლესიაში „კორმჩაია კნიგას“ (სჯულისკანონის) კანონიკურ-იურიდიული დებულებების შუქზე

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12036

საკვანძო სიტყვები:

კორმჩაია კნიგა, ჰეტეროდოქსთა მიღება, მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი, იკონომია, აკრიბია, საეკლესიო ერთობა

ანოტაცია

წინამდებარე სტატიის მიზანია იმ კანონიკური და იურიდიული რეგულაციების ანალიზი, რომლებიც ეხება მართლმადიდებელ ეკლესიაში ჰეტეროდოქსი (ინომადიდებელი) მორწმუნეების მიღებას, როგორც ეს ასახულია სლავური ტრადიციის საეკლესიო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრებულში - „კორმჩაია კნიგაში“ (მესაჭის წიგნი/სჯულისკანონი). ამ კომპი­ლაციაში შესული და ადაპტირებული ბიზანტიური წყაროების, ისევე როგორც სლავური სამყაროს ისტორიულ-საეკლესიო კონტექსტის საფუძველზე, კვლევა წარმოაჩენს, თუ როგორ უდგებოდა აღმოსავლური ტრადიცია ჰეტეროდოქსი ქრისტიანების საკითხს - „აკრიბიის“ (კანონის მკაცრი დაცვა) სიმკაცრესა და „იკონომიის“ (პასტორალური შეღავათი/განგებულება) პასტორალურ გამოყე­ნებას შორის ბალანსირებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰეტეროდოქსული თემების საიდუმლოებრივ სტატუსს, საეკლესიო წიაღში რეინტეგრაციის პირობებსა და პასტორალური პრაქტიკის ვარიაციებს.

სტატიაში წარმოდგენილია „კორმჩაია კნიგას“, „პიდალიონის“ (ბერძნული სჯულისკანონი), სინოდალური კანონებისა და თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგების - იოან ნ. ფლოკას, იოან მილაშის, ლივიუ სტანის, ნიკოლაე ვ. დურასა და კატალინა მიტიტელუს კანონიკური კომენტა­რე­ბის შედარებითი ანალიზი.

დასკვნები ავლენს „კორმჩაია კნიგაში“ არსებულ პასტორალურ კეთილგონიერებასა და კანო­ნიკურ ბალანსს, მის ისტორიულ გავლენასთან ერთად რუმინეთის მართლმადიდებლურ სივრცეში შემდგომ საკანონმდებლო კოდიფიკაციებზე.

წინამდებარე კვლევა აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მიისწრაფოდა ერთ­გული დარჩენილიყო თავისი კანონიკური ტრადიციისა, ამავდროულად, მას იყენებდა კეთილ­გონიერებითა და თანაგრძნობით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, რომლებიც ეხება მათ, ვინც გულწრფელად ეძიებს ქრისტესთან და მის ეკლესიასთან ერთობას.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

კიოკი ჯ.-ა. (2026). ჰეტეროდოქსთა (ინომადიდებელთა) მიღება მართლმადიდებელ ეკლესიაში „კორმჩაია კნიგას“ (სჯულისკანონის) კანონიკურ-იურიდიული დებულებების შუქზე. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 532; 533–541. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12036

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.