მიჰაილ შტეფანის (სტეფანეშვილის) ტიპოგრაფიული საქმიანობის შესახებ. მოსაზრებები და შეფასებები

ავტორები

  • ნიკოლაე ვ. დურა კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტი; რუმინელ მეცნიერთა აკადემია; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია https://orcid.org/0000-0002-1175-5551
  • კატალინა მიტიტელუ კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6489-9252

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12034

საკვანძო სიტყვები:

რელიგიური ლიტერატურა, სტამბა, ნაბეჭდი წიგნები, სულიერი მემკვიდრეობა

ანოტაცია

მიჰაილ შტეფანმა (დაახლ. 1650 - დაახლ. 1720 წწ.), თვალსაჩინო სტამბის მუშაკმა, გრავიორმა, მთარგმნელმა, მეცნიერმა და თეოლოგმა, რუმინეთის სამთავროები არაერთი უმნიშვ­ნელოვანესი ნაბეჭდი გამოცემით გაამდიდრა, ხოლო საქართველოს მისსავე მიწაზე დაბეჭდილი პირველი წიგნები უბოძა. ორსავე ქვეყანაში ამ რუმინელმა მესტამბემ უდიდესი წვლილი შეიტანა მათი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და განვითარებაში.

თავისი დასტამბული წიგნებით - რომლებიც შემკული იყო გამორჩეული გრავირებული სატი­ტულო ფურცლებითა და განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების მქონე ილუსტრა­ციებით - მიჰაილ შტეფანმა წვლილი შეიტანა არა მხოლოდ რუმინეთისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამდიდრებაში, არამედ რუმინული მესტამბეობის ტრადიციის გაგრძელებასა და წინსვლაში. 1708 წელს თბილისში (ქართლში) მის ჩამოსვლამდე, ეს ტრადიცია მის მშობლიურ ვლახეთში უკვე თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული.

რუმინული, საეკლესიო სლავური და ბერძნული ენების ცოდნამ მიჰაილ შტეფანს საშუალება მისცა საფუძვლიანად გაცნობოდა არა მხოლოდ შუა საუკუნეების რელიგიური ლიტერატურის თემატიკას და მის ეპოქამდე რუმინეთის მიწაზე ამ სამ ენაზე დაბეჭდილ წიგნებს, არამედ ბიზან­ტიური წარმოშობის უმთავრეს თეოლოგიურ შრომებსაც.

საბეჭდი ხელობის ტარგოვიშტეში შესწავლის შემდეგ, მესტამბე მიჰაილ შტეფანი შემდგომში მოღვაწეობდა ბუქარესტისა და სნაგოვის სამთავრო სტამბებში, ასევე ბუქარესტის მიტროპოლიისა და ტრანსილვანიაში მდებარე ბელგრადის (ალბა-იულიას) მიტროპოლიის სტამბებში, ვალახეთის მიტროპოლიტ თეოდოსის კურთხევით. მოგვიანებით მან საქმიანობა განაგრძო რუმნიკის საეპის­კოპოსო სტამბაში, სადაც 1705–1708 წლებში ეპისკოპოსად ანთიმოზ ივერიელი მსახურობდა, რის შემდეგაც მოღვაწეობა საქართველოში განაგრძო.

თბილისში (საქართველო), მიჰაი/მიჰაილ უნგროვლახელმა (უნგრო-ვალახიელმა) დააარსა ქვეყანაში პირველი სტამბა, სადაც დაბეჭდა ქართულ მიწაზე შექმნილი პირველი წიგნები. ამით მან საფუძველი ჩაუყარა მყარ კულტურულ ურთიერთობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის - ორ ერს შორის, რომელთაც იმ დროიდან მოყოლებული საერთო ქრისტიანული კულტურული და სუ­ლიერი ფასეულობები აერთიანებთ.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

დურა ნ. ვ., & მიტიტელუ კ. (2026). მიჰაილ შტეფანის (სტეფანეშვილის) ტიპოგრაფიული საქმიანობის შესახებ. მოსაზრებები და შეფასებები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 513; 514–531. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12034

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.