ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის თეორიულ-სამართლებრივი საფუძვლები

ავტორები

  • სალომე კარალიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0005-6085-0415

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12032

საკვანძო სიტყვები:

ტერიტორიული მოწყობა, უნიტარული სახელმწიფო, ფედერალიზმი, ავტონომია, საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციონალიზმი, დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, ტერიტორიული მთლიანობა, მხარეები

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში შესწავლილია ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწ­ყო­ბის თეორიულ-სამართლებრივ საფუძვლები შედარებითი კონსტიტუციური სამართლის და საქართველოს კონსტიტუციური სამართლის კონტექსტში. კვლევის მიზანია ტერიტორიული მოწ­ყობის ძირითადი მოდელების - უნიტარული სახელმწიფოს, ფედერაციისა და ავტონომიის - სა­მართლებრივი ბუნების ანალიზი და მათი თეორიული კლასიფიკაციის შემუშავება, ასევე საქართ­ველოს კონსტიტუციური მოდელის შეფასება საერთაშორისო სტანდარტებისა და შედარებითი გამოცდილების ჭრილში. ნაშრომი ეყრდნობა შედარებით-სამართლებრივ, ისტორიულ-სამართ­ლებ­რივ და ფორმალურ-სამართლებრივ მეთოდებს. კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა უნიტარული სახელმწიფოს მოდელი, თუმცა ავტონომიური რეს­პუბლიკების სტატუსის მოუწესრიგებლობა და ტერიტორიული მთლიანობის „გაყინვის კლაუზულა“ ქმნის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ფენომენს, რომელსაც შედარებით კონს­ტიტუციონალიზმში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება. სტატია ასევე განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციურ გარანტიებს, მხარეების სამართლებრივ ბუნებას და დე­ცენტრალიზაციის პერსპექტივებს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

კარალიძე ს. (2026). ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის თეორიულ-სამართლებრივი საფუძვლები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 484–494; 495. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12032

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.