ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ომი: სტრატეგიული რღვევა, ეთიკური დილემები
(საქართველოს შემთხვევა)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12022საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, ავტონომიური იარაღი, კიბერომი, სამხედრო სტრატეგია, შეიარაღების კონტროლი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, სამართლიანი ომის თეორია, საქართველოანოტაცია
სტატია იკვლევს ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციულ გავლენას თანამედროვე ომის ბუნებაზე, ქცევასა და შედეგებზე. სტატიის მიზანია წარმოადგინოს ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ომში და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფაქტორები. მოცემული კვლევის მთავარი კვლევითი კითხვაა: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ინტეგრაცია ომის სტრატეგიულ, ეთიკურ და სამართლებრივ განზომილებებს და რა შედეგები მოჰყვება ამას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სამართლისთვის? სტატია აანალიზებს ძირითად კვლევით კითხვებს სეკურიტიზაციის თეორიის, პოლიტიკური რეალიზმისა და ჰიბრიდული ომის გამოყენებით. კვლევა იყენებს პოლიტიკის ანალიზს, შინაარსობრივ ანალიზს და შემთხვევის შესწავლის მეთოდებს. ტექნოლოგიური დეტერმინიზმის, კონსეკვენციალისტური ეთიკისა და სამართლიანი ომის თეორიის თეორიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით, კვლევა იკვლევს ავტონომიური იარაღის სისტემების განლაგებას, ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ სამხედრო დაზვერვას და კიბერომის შესაძლებლობებს. დეტალური შემთხვევების შესწავლის გზით, მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის, ისრაელის „რკინის გუმბათის“ და ნატოს „DIANA“ ინიციატივის ჩათვლით, სტატია აჩვენებს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, აჩქარებს შეიარაღების რბოლას და ეჭვქვეშ აყენებს არსებულ სამართლებრივ ნორმებს. ნაშრომში განხილულია და გაანალიზებულია ხელოვნური ინტელექტისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხი. დასკვნები ხაზს უსვამს გლობალური მარეგულირებელი ჩარჩოების, ეთიკური ზედამხედველობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება სამხედრო კონტექსტში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





