გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დიპლომატიაში

ავტორები

  • გივი ბარამიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0008-3416-1255

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12018

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, სამხრეთ კავკასია, გეოპოლიტიკა

ანოტაცია

საბჭოთა კავშირის დანგრევის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებ­ლო­ბის აღდგენის შემდეგ, საკუთარი პოლიტიკის ფორმირება პირველ რიგში ცივ ომში გამარჯვებულმა მხარემ, აშშ-მა და შემდეგ, ევროპის კავშირმა დაიწყეს. ერთიანი პოლიტიკური სივრციდან პატარა სუბიექტების გამოსვლის მიუხედავად, არსად წასულა მოსკოვის ინტერესები. საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების გატარების და მოქმედების საშუა­ლება მიეცათ რეგიონის უშუალო მეზობელ დიდ ქვეყნებს, თურქეთსა და ირანს. ბოლო ათწლეულში მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ფორმირება დაიწყო მსოფლიოს დიდმა ეკონომიკამ, ჩინეთმა, რომლის ერთ-ერთი ხაზი სამხრეთ კავკასიაზე გადის. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი გეოეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებას იწყებს ინდოეთი.

 შედარებით მცირე რეგიონში საშუალო და დიდი ძალის მქონე ქვეყნების ინტერესების ამ მასშტაბით თავმოყრა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის, თუმცა თანამშრომლობის ხელსაყრელ შესაძლებლობასაც აჩენს. პროცესებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ რეგიონში პატარა ქვეყნების თანამშრომლობა აუცილებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემ­დეგ, სამხრეთ კავკასიაში ერთგვარი გეოპოლიტიკური წესრიგი ჩამოყალიბდა, რაც გულისხმობდა პოლიტიკური ძალების სამოკავშირეო დაჯგუფებას რეგიონის პატარა და რეგიონის მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებს შორის. რეგიონის გეოპოლიტიკური ვერტიკალი ასე ჩამოყალიბდა: თურ­ქეთი-აზერბაიჯანი; რუსეთი-სომხეთი-ირანი; პარტნიორული, თუმცა არასამოკავშირეო ურთიერ­თო­ბები საქართველოს და დასავლეთის ქვეყნებს შორის. თანამედროვე პერიოდში ტრადიციული გეოპოლიტიკური ვერტიკალების ცვლილებების ნიშნები გამოიკვეთა, რაც შესაძლოა რეგიონის სუბიექტების მომავლისთვის გარდამტეხი ფაქტორი გახდეს. რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შედარებითი მაგალითების საფუძველზე, ნაშრომი ასახავს კონკრეტულ სფეროებს, სადაც საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ პრაგმატული თანამშრომლობის გან­ვითარება, არსებული პოლიტიკური დაბრკოლებების მიუხედავად.

აღნიშნული თვალსაზრისით, ნაშრომში ყურადღება ფოკუსირებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საჭირო მნიშვნელოვან სფეროებზე და მი­მარ­თულებებზე, სეგმენტური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც მყარ საფუ­ძველს შეუქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებას და გეოპოლიტიკურ სტაბი­ლუ­რო­ბას. ამ ფონზე შესაძლებელი ხდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის ფორმირება.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ბარამიძე გ. (2026). გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დიპლომატიაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 357–365; 366. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12018

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.