გიორგი ჩიტაია და 1924 წლის აჯანყება: მოსალოდნელი შედეგების შეფასება
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12012საკვანძო სიტყვები:
პირველი რესპუბლიკა, ფედერალისტური პარტია, დამკომი, ოზაკომი, პარიტეტული კომიტეტი, 1924 წლის აჯანყება, პოლიტიკური რეპრესიებიანოტაცია
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია (1890–1986), ქართული ეთნოლოგიის სამეცნიერო სკოლისა და საქართველოში საველე ეთნოგრაფიული კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიის ფუძემდებელი, ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-პოლიტიკურ საქმიანობაში. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში იგი ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით ფოთის ქალაქის თავად დაინიშნა, ხოლო 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ დღეებში, მონაწილეობდა ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში.
წინამდებარე სტატია ეფუძნება გიორგი ჩიტაიას ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს, მემუარულ მემკვიდრეობასა და საარქივო მასალებს და მიზნად ისახავს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ნაკლებად ცნობილი ეპიზოდების წარმოჩენას. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩიტაიამ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას თავი დაანება და მთლიანად სამეცნიერო კვლევას მიუძღვნა, თუმცა მისი ჩანაწერები ცხადყოფს, რომ იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აანალიზებდა მოვლენებსა და მათ მონაწილე პირებს.
კვლევა აჩვენებს, რომ საბჭოთა ხელისუფლება გიორგი ჩიტაიას კვლავ ეროვნული მოძრაობის გავლენიან წარმომადგენლად მიიჩნევდა, რასაც მოწმობს მისი არაერთგზის დაპატიმრება და 1924 წლის ეროვნული აჯანყების კონტექსტში მისდამი გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესი. მემუარული წყაროების მიხედვით, მას შესთავაზეს აჯანყების აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელობა, თუმცა, ძალთა რეალური თანაფარდობის შეფასებიდან გამომდინარე, ამ პასუხისმგებლობაზე მან უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, იგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა და სიკვდილით დასჯის საფრთხეც გადაიტანა.
სტატიაში დასაბუთებულია, რომ გიორგი ჩიტაიას პოლიტიკური ბიოგრაფია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი, თუმცა დღემდე ნაკლებად შესწავლილი მხარეა. წარმოდგენილი მასალები წარმოაჩენს არა მხოლოდ გამოჩენილ ეთნოლოგსა და მეცნიერების ორგანიზატორს, არამედ ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეის ერთგულ საზოგადო მოღვაწეს, რომლის შემდგომი სამეცნიერო საქმიანობა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო მის მიერ გადატანილი პოლიტიკური გამოცდილებით.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





