ერთი გვარისა და მისი მფლობელობის პრობლემები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12007საკვანძო სიტყვები:
გვარის ისტორია, მანელიშვილები, რუსეთის იმპერია, კარიერა, ცხოვრება, მოღვაწეობა, პრივილიგირებული ფენა, ციხისძირიანოტაცია
ნაშრომში შესწავლილია ერთი საგვარეულოს (მანელიშვილების) და მათთან დაკავშირებული სხვა მფლობელების ისტორია. ამ გვარის სამფლობელოს საზღვრები ოსმალთა და შემდეგ კი, აქ რუსეთის ბატონობის დამყარების შემდეგ. განხილულია ვახტანგ მეექვსესთან ერთად მათი რუსეთში გადასახლების შედეგები და რუსეთის სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში მათი ლოიალობის გამო მათ მიერ მოღვაწეობასა და სახელმწიფო სამხედრო კარიერაში განვლილი საკმაოდ წარმატებული გზა. მოცემულია მოკლე მიმოხილვა, თუ როგორ განვითარდა რუსეთის იმპერიის კარზე მოღვაწეობა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში და ამასთან, რას მიაღწიეს თავიანთ კარიერასა და საზოგადოებრივ სარბიელზე.
პარალელურად გამოკვლეული იქნა მათი მდგომარეობა საკუთარ სამშობლოში, სადაც მათ უეჭველ მფლობელობას, დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, შეექმნა ხელოვნური პრობლემები.
რუსთ მფლობელობის ბათუმის ოლქში გავრცელების შემდეგ, ოსმალთ მპყრობელობისას დამტკიცებული მიწების უცილო მფლობელობის საკითხი, თვით 1879 წლის სტამბოლის შეთანხმების რუს ჩინოვნიკთაგან დარღვევის გამო, სადავო გახადეს. აღნიშნული საგვარეულოს სხვა მათ თანამფლობელებთან ერთად სასამართლო პროცესებზე მოუწიათ საკუთარი უეჭველი მფლობელობის მტკიცება, და ეს მაშინ, როდესაც რუსული ადმინისტრაცია და ხელისუფლება მოქმედებდა მათთვის დამახასიათებელი უპრინციპო პრინციპით - „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის!“ ამიტომაც, ეს სასამართლო დავები მოსარჩლეთათვის არც თუ დიდი წარმატებით დასრულდა. მათ თავიანი მიწების მხოლოდ ნაწილზე აღიდგინეს მფლობელობა.
ამ შედეგის დადგომაში, ალბათ, თავისი როლი შეასრულა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში ციხისძირის მისადგომებთან განცდილმა ორმა სამხედრო მარცხმა, რომელშიც ადგილობრივმა მუსლიმანმა ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
რუსეთის ხელისუფლება ითვალისწინებდა რა ყველაფერ ამას, ცდილობდა ამ რეგიონში ისეთი პირობები შეექმნათ, რომ მის პრივილიგირებულ მაღალ ფენას საკუთარ მიწა-წყალზე თავი მტკიცედ არ ეგრძნო და მისთვის მოულოდნელი, ახალი პრობლემები არ შეექმნა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





