აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი საქართველოს ისტორიის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სახელმძღვანელოებში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12004საკვანძო სიტყვები:
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ისტორიული მითი, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებიანოტაცია
ნაშრომში განხილულია თუ როგორ არის წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში, რაც სიახლეს წარმოადგენს. საკითხი აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე თანამედროვე ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ისტორიის გადაწერას, რისი შემადგენელიც არის „აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ საკითხი. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი ხშირად გამოიყენება ისტორიული მითები საკითხის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. პუტინმა, 2019 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე შეუერთდა რუსეთის იმპერიას და „არავითარი საქართველო არ არსებობდა“. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. აფხაზების მტკიცება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობა მათ საბჭოთა პერიოდში წაართვეს ნასაზრდოებია იმ პერიოდში შექმნილი ისტორიის სახელმძღვანელოებითაც. როგორც კვლევა აჩვენებს, საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ამასთან დაკავშირებით მოცემული ინფორმაცია არასრული, არაზუსტი და მწირია; მოცემული ფრაგმენტული მონაცემები აფხაზეთის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს იწვევს, რისი ახსნაც არაა წარმოდგენილი. ეს შესაძლებელია იმით ავხსნათ, რომ იმ პერიოდისთვის აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი გადაწყვეტილად ითვლებოდა და პრობლემას ვერ ხედავდნენ. პოსტსაბჭოთა საქართველოში აფხაზეთის სტატუსის საკითხმა მეტი აქტუალობა შეიძინა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ეს კი აისახა აღნიშნული პერიოდის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.
განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, დამოუკიდებელ საქართველოში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოებში მეტი ინფორმაციია წარმოდგენილი ბოლშევიკების მიერ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის და შემდეგ მისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ხაზგასმულია საბჭოთა ხელისუფლების მიზნები და ამ „ადმინისტრაციული ექსპერიმენტის“ შედეგები.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





