ჩურუქ-სუს საბაჟო

ავტორები

  • მერაბ მეგრელიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0009-7140-9173
  • ნიკოლოზ მეგრელიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0002-3639-5019

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11983

საკვანძო სიტყვები:

საბაჟო, საზღვარი, საქონელი, ექსპორტი, იმპორტი

ანოტაცია

1878 წლის 8 ოქტომბრიდან, რუსების მიერ ბათუმის შემოერთების შემდეგ საფუ­ძველი ეყრება თავისუფალ, ღია, სავაჭრო ნავსადგურს (პორტო-ფრანკო). საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის წესებს დაუქვემდებარეს ბათუმის საუწყებო ნავსადგურის სამმართველო (იხ. ბათუმი და მისი შემოგარენი რუსულ ენაზე, ბათუმი 1906 წელი, გვ. 104). ბათუმის საბაჟოსთან დაკავშირებული იყო ჩურუქ-სუს საბაჟოს გადასასვლელი პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა კავკასიის საკარანტინო-საბაჟო სამმართველოს უფროსის განკარგულების თანახმად. ჩურუქ-სუს საბაჟომ საქმიანობა დაიწყო 1910 წლიდან, ნიკოლოზის საბაჟოს გაუქმების შემდეგ, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1912 წლის 28 მაისს. ჩურუქ-სუს საბაჟო მდებარეობდა ქობულეთის სადგურიდან ერთი ვერსის მანძილზე, შავი ზღვის სრუტის ქვიშიან გზაზე. მისი მომიჯნავე ტერიტორიები იყო ციხისძირი, ბუკნარი, ჩაქვი, მწვანე კონცხი. მას გააჩნდა სახელმწიფო მიწები და შენობები. საბაჟო განთავსებული იყო ერთსართულიანი ხის შენობაში. საბაჟოს შტატში მყოფი მებაჟეები შემოსავლის სახით იღებდნენ 1100 მანეთს, ხოლო კანცელარის მუშაკები კი 540 მანეთს. ეს იყო ადგილობრივი მნიშვნელობის სა­ბა­ჟო სამმართველო, რომლის მოვალეობას შეადგენდა უმნიშვნელო საქმეები, კერძოდ განბა­ჟებუ­ლი საქონლის საზღვარზე გატანა და სასაზღვრო რაზმთან ერთად საკაბოტაჟო ტვირთის შემოტანა.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

მეგრელიშვილი მ., & მეგრელიშვილი ნ. (2026). ჩურუქ-სუს საბაჟო. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 205–220; 221. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11983

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.