ხიხანის ციხე როგორც რეგიონული თავდაცვისა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნების ინსტიტუციური ცენტრი

ავტორები

  • ნუგზარ ზოსიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-2613-3365
  • ნათია ზოსიძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0009-6475-9028
  • მზია გლოველი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0003-8268-1187

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11978

საკვანძო სიტყვები:

ხიხანის ციხე, ადათწესობრივი სამართალი, თემური კრებები, სამართლებრივი პლურალიზმი, ხიმშიაშვილები

ანოტაცია

ნაშრომი ეძღვნება ხიხანის ციხის ფუნქციურ-ისტორიულ ანალიზს, განსაკუთრე­ბუ­ლი აქცენტით მის როლზე თავდაცვითი სისტემის ორგანიზაციასა და ადათწესობრივი სამართ­ლის შენარჩუნებაში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. კვლევა ეფუძნება როგორც ქართულ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებს, ასევე თანა­მედროვე საერთაშორისო ისტორიოგრაფიასა და სამართლებრივ თეორიას, რაც საშუ­ალებას იძლევა ხიხანის ციხე განიხილოს არა მხოლოდ როგორც სამხედრო-სტრა­ტეგიული ობიექტი, არამედ როგორც მრავალფუნქციური ინსტიტუციური სივრცე.

სტატიაში ნაჩვენებია, რომ ხიხანის ციხე მოქმედებდა როგორც რეგიონული მმართველობის ცენტრი, სადაც თავდაცვა, სამართალი და სოციალური წესრიგი ერთიან სისტ­ემად ფუნქციონი­რებდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემური კრებების რო­ლს, როგორც ადათწესობრივი სამართლის ფორმირების, ინტერპრეტაციისა და აღს­რულების მექანიზმს. ქონებრივი, სისხლის სამართლისა და ოჯახურ-მემკვიდრეობითი დავების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი პრაქტიკა ეფუძნებოდა კოლექტიურ განხილვას, კომპრომისსა და კონსენსუსს, რაც უზრუნველყოფ­და კონფლიქტების დეესკალაციას და სოციალური ბალანსის შენარჩუნებას.

კვლევა ასევე წარმოაჩენს ხიხანის სამართლებრივი სისტემის სპეციფიკას ოსმალური მმართ­ველობის პირობებში, სადაც ადგილი ჰქონდა სამართლებრივ პლურალიზმს და იმპერიული და ადგილობრივი ნორმების თანაარსებობას. აღნიშნული სისტემა ეფუძნებოდა მედიატორულ მმართ­ველობას, რომელიც ხორციელდებოდა მორალურ ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდო­ბაზე დაყრდნობით, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ვლინდება ხიმშიაშვილთა საგვარეულოს მმართველობით პრაქტიკაში.

შედარებითი ანალიზი სხვა ქართულ მთიან რეგიონებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ხიხანის სამართლებრივი მოდელი გამოირჩეოდა მოქნილობითა და კონფლიქტების მშვიდობიანი რეგუ­ლა­ციისკენ ორიენტაციით. შედეგად, ხიხანის ციხე წარმოჩინდება როგორც ადათწესობრივი სა­მართ­ლის ინსტიტუციური ცენტრი და სამართლებრივი მედიაციის სივრცე, რომლის ფუნქცია სცილდება რეგიონულ ჩარჩოს და იძენს მნიშვნელობას ფართო კავკასიური სამართლებრივი ტრადიციის კონტექსტში.

ნაშრომი ამტკიცებს, რომ ხიხანის ციხის სამართლებრივი და მმართველობითი მოდელი წარ­მოადგენს კონსენსუსზე დაფუძნებული სამართლის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების სტრუქტურულ მდგრადობას და ადაპტაციას მრავალსაფეხუ­რიანი პოლიტიკური რეალობის პირობებში.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ზოსიძე ნ., ზოსიძე ნ., & გლოველი მ. (2026). ხიხანის ციხე როგორც რეგიონული თავდაცვისა და ადათწესობრივი სამართლის შენარჩუნების ინსტიტუციური ცენტრი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 138–155; 156. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11978

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.