გონიო-აფსაროსის ადრებიზანტიური ხანის კოლხური ამფორები: არქეომეტრიული კვლევის შედეგები

ავტორები

  • თათული მოწყობილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0002-3632-7649

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11974

საკვანძო სიტყვები:

ბიზანტიის იმპერია, გონიო-აფსაროსის ციხე, კოლხური ამფორები, არქეოლოგია, არქეომეტრია

ანოტაცია

ადრებიზანტიური პერიოდის სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტო­რიისა და არქეოლოგიის მთელი რიგი საკითხები დღემდე ერთ-ერთი აქტუალური და შედარებით ნაკლებად შესწავლილი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ამ პერიოდის ძეგლებისა და მატერიალური კულტურის შესახებ შეიქმნილია მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა, მთელი რიგი საკითხები, განსაკუთრებით არქეოლოგიური თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ნაწილობრივაა დამუ­შა­ვებული ანდა სრულიად შეუსწავლელია. ზოგიერთ ძეგლზე (გონიო-აფსაროსი, პეტრა-ციხისძირი) დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევები და აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის უდიდესი ნაწილი ძირითადად მხოლოდ ტრადიციული არქეოლოგიური მეთოდიკის (ტოპოქრონო­ლოგიური მიდგომა და მაკროსკოპული ანალიზი) გამოყენებითაა შესწავლილი. იგივე შეიძლება ითქვას ადრებიზანტიური ხანის კოლხური ამფორების შესახებაც.

ნაშრომში პირველად არქეომეტრიული, ქიმიური და პეტროგრაფიული კვლევების საფუძველზე კომპლექსურადაა შესწავლილი გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კოლხური ამფორები.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

მოწყობილი თ. (2026). გონიო-აფსაროსის ადრებიზანტიური ხანის კოლხური ამფორები: არქეომეტრიული კვლევის შედეგები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 30–37; 38. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11974

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.